ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹1870 აპ. ქ. თბილისი
26 დეკემბერი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ-სა და მსჯავრდებულ ქ. ტ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ი. ბ-რს ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი; მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის არაერთგზის დამზადება და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი; მანვე ჩაიდინა ცრუ მეწარმეობა, ე.ი. საწარმოს შექმნა სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 193-ე მუხლით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
საბრალდებო დასკვნით თ. კ-რს ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი; მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის არაერთგზის დამზადება და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
საბრალდებო დასკვნით ქ. ტ-ლს ბრალი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა მის მართლზომიერ გამგებლობაში მყოფი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი; მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის არაერთგზის დამზადება და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის განაჩენით ი. ბ-რი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 193-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია); ი. ბ-რი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
თ. კ-რი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია); თ. კ-რი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
ქ. ტ-ლი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“,M„ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია); ქ. ტ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; ამასთან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სახელმწიფო ბრალმდებლის სამოქალაქო სარჩელი და მსჯავრდებულებს – ი. ბ-რს, თ. კ-სა და ქ. ტ-ლს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ – 86 424 (ოთხმოცდაექვსი ათას ოთხასოცდაოთხი) ლარის გადახდა.
მსჯავრდებულებს _ ი. ბ-რს, თ. კ-სა და ქ. ტ-ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოთ 2006 წლის 1 მაისიდან.
გორის რაიონული სასამართლოს აღნიშნული განაჩენით მსჯავრდებულებს – ი. ბ-რს, თ. კ-რს და ქ. ტ-ლს მსჯავრი დაედოთ შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კასპის --- სამმართველოს თავისი ძალებით ეკრძალებოდა სამშენებლო-სარემონტო და გამწმენდი სამუშაოების ჩატარება, ხოლო აღნიშნული სამუშაოებისათვის გამოყოფილი თანხები უშუალოდ სამმართველოს ანგარიშზე არ ირიცხებოდა. სამელიორაციო სისტემის სამმართველოს უფროსმა ჯ. კ-მა, შესასრულებელი სამუშაოების საწარმოებლად, ხელშეკრულებები გააფორმა ფიზიკურ პირებთან, რომლებიც შემდგომში დარეგისტრირდნენ საგადასახადო ინსპექციაში, როგორც გადასახადის გადამხდელები, ბანკში მათ სახელზე გაიხსნა ანგარიშები, სადაც ბიუჯეტიდან ირიცხებოდა თანხები, რომლებიც ბანკიდან გამოჰქონდათ იმავე ფიზიკურ პირებს და აძლევდნენ სამმართველოს ---ს - ჯ. კ-რს. რიგ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მაგივრად შესაბამის სამუშაოებს ასრულებდნენ სამმართველოს თანამშრომლები, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოს შესრულებაზე ხელშეკრულებები მათთან არ იყო გაფორმებული, ხოლო შესრულებული სამუშაოსათვის გამოყოფილ თანხებს კი განკარგავდა ჯ. კ-რი. რაც შეეხებათ ი. ბ-რს, თ. კ-სა და ქ. ტ-ლს, მათ ხელი არ მიუწვდებოდათ აღნიშნულ თანხებთან და ისინი მოკლებულნი იყვნენ თანხების განკარგვის ფაქტობრივ შესაძლებლობას.
ი. ბ-მა, მუშაობდა რა კასპის --- სამმართველოში და იმავდროულად იყო შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების კომისიის ---, შვილის – ვ. ბ-ის ნაცვლად ოთხ შემთხვევაში, ჯ. კ-თან ერთად, ამ უკანასკნელის თხოვნით, ისე მოაწერა ხელი 2004 წლის 8 ივლისით, 18 ოქტომბრით, 16 დეკემბრითა და 2005 წლის ივნისით დათარიღებულ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტებს, რომ რეალურად არ შეუმოწმებია ჩატარებული სამუშაოები, რითაც ფაქტობრივად გაყალბდა აღნიშნული დოკუმენტები.
თ. კ-რი მუშაობდა კასპის სამელიორაციო სისტემის სამმართველოს მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე და მას სამსახურებრივად ევალებოდა სამმართველოს მაგისტრალურ არხებსა და სატუმბ სადგურებზე მიმდინარე ყველა სამუშაოს კონტროლი, სარწყავი არხებისა და სატუმბი სადგურების ნორმალური ფუნქციონირების კონტროლი და მის გამგებლობაში არ იმყოფებოდა სამმართველოს ბალანსზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობები. სამმართველოს უფროსმა ჯ. კ-მა 2005 წლის 1 თებერვალს გააფორმა ხელშეკრულება ფიზიკურ პირ ნ. გ-თან, ---ის არხის წმენდის სამუშაობის შესრულების მიზნით. აღნიშნულის შემდეგ ჯ. კ-მა და --- უბნის ---მა ა. ქ-მა შეადგინეს დეფექტური აქტი სამუშაოთა მოცულობაზე, რის საფუძველზეც 2005 წლის 22 თებერვალს ფიზიკურ პირ ნ. გ-ის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 10 000 ლარი, რაც ამ უკანასკნელმა გადასცა ჯ. კ-რს. შესრულებული სამუშაოები 2005 წელს მიღებულია საექსპლოატაციოდ კომისიის მიერ და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ბუღალტერიის მიერ ჩამოწერილ იქნა 10 000 ლარი. გარდა ამისა, სამმართველოს ---მა თ. კ-მა 2005 წლის 1 თებერვალს გააფორმა ხელშეკრულება ფიზიკურ პირ ა. გ-სთან, ---ის არხის წმენდის სამუშაოების ჩატარების მიზნით, რის საფუძველზეც 2005 წლის 22 თებერვალს ამ უკანასკნელის ანგარიშზე ჩაირიცხა 10 000 ლარი, რომელიც მოგვიანებით მიიღო ჯ. კ-მა, საიდანაც 2483 ლარი იმავე წლის 28 აპრილის აქტით დააბრუნა კასპის --- სამმართველოს სალაროში.
თ. კ-მა, იყო რა საექსპლოატაციოდ მიმღები კომისიის ---, სამმართველოს ---ის - ჯ. კ-ის თხოვნით, ისე მოაწერა ხელი მიღება-ჩაბარების აქტს, რომ არ შეუმოწმებია შესრულებული სამუშაოები, რითაც ფაქტობრივად გაყალბდა აღნიშნული დოკუმენტები, ხოლო ზემოაღნიშნული თანხა თ. კ-რს არ მიუთვისებია, ვინაიდან იგი მის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არ იმყოფებოდა.
ქ. ტ-ლი მუშაობდა კასპის --- სამმართველოს მთავარი ---ის თანამდებობაზე და მის მოვალეობაში შედიოდა საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, საგადასახადო ინსპექციასთან ურთიერთობა, დეკლარაციის შევსება და წარდგენა საგადასახადო ინსპექციაში, ხელფასების დარიცხვა, ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების დოკუმენტების შევსება და საგადასახადო დავალების ხაზინაში წარდგენა.
ფიზიკური პირების პირად საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების ჩამოწერას ძირითადად ახდენდა ბუღალტერი დეფექტური აქტებისა და შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტებით, რაც ხშირ შემთხვევაში შემოიფარგლებოდა ზოგადი ჩანაწერებით და გაშიფრული არ იყო შესრულებული სამუშაოების ყველა მახასიათებელი. ქ. ტ-მა გამოიჩინა რა გულგრილობა, არასრულყოფილი დოკუმენტაციის საფუძველზე ჩამოწერა ფიზიკური პირის – ვ. ბ-ის პირად ანგარიშზე ჩარიცხული თანხა - 48800 ლარი, საიდანაც შესრულდა მხოლოდ 38268 ლარის სამუშაოები, რის გამოც შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება და ჩარიცხულ თანხას შორის სხვაობამ შეადგინა 10532 ლარი.
ასევე, ქ. ტ-მა არასრულყოფილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ჩამოწერა ტექნიკური მომსახურებისა და სარეგულაციო ფარების მოწყობისათვის 2004 წლის 25 ოქტომბერს ფიზიკური პირის ვ. ბ-ის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 8989 ლარი და დამცავი სარეგულაციო სამუშაოების შესასრულებლად 2004 წლის 12 ივლისს ჩარიცხული 6000 ლარი; ---ის არხის წმენდის სამუშაოებისათვის 2005 წლის 22 თებერვალს ფიზიკური პირის – ა. გ-ის ანგარიშზე ჩარიცხული 10 000 ლარიდან 7492 ლარი; სარწყავი სისტემის მოვლა-შენახვისა და ტექნიკური მომსახურებისათვის ფიზიკური პირის – ვ. ე-ის ანგარიშზე 2004 წლის 12 ივლისს ჩარიცხული – 10 000 ლარი და სარწყავი სისტემის მოვლა-შენახვისათვის ჩარიცხული 14 769 ლარი, სამელიორაციო სისტემის ტექნიკური მომსახურებისათვის 2004 წლის 25 ოქტომბერს ჩარიცხული 600 ლარი; 2005 წლის 16 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკური მომსახურებისა და საწვავის ღირებულება -4500 ლარი, სისტემის მოვლა-შენახვისა და ტექნიკური მომსახურებისათვის 2005 წლის 30 მაისს ჩარიცხული 7177 ლარი; შპს „---ის“ საბანკო ანგარიშზე 2004 წლის 24 მაისს ჩარიცხული – 7375 ლარი, ---ის ¹-- --- სადგურის ელექტრო-მოწყობილობების შეკეთების, მონტაჟისა და გამართვის სამუშაოთა საწარმოებლად 2004 წლის 24 მაისს, ¹--, ¹--, ¹-- --- სადგურების მონტაჟისა და გამართვის სამუშაოებისათვის ჩარიცხული – 15 000 ლარიდან 7865 ლარი; 2005 წლის 20 მაისის ხელშეკრულებით ფიზიკური პირის – ე. ე-ის საბანკო ანგარიშიდან – 8000 ლარი და 1700 ლარი; შპს „---ის“ ანგარიშზე 2005 წლის 29 ივლისს ჩარიცხული 5000 ლარი და 2368 ლარი; ფიზიკური პირის ი. წ-ის ანგარიშზე ჩარიცხული 900 ლარი, რითაც მან არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობები.
ი. ბ-რი კასპის --- სამმართველოს უფროსის 2004 წლის 25 ოქტომბრის ¹--/-- ბრძანებით დაინიშნა სამმართველოს საინვენტარიზაციო კომისიის ---ად, ხოლო კომისიის --- კი იყო თ. კ-რი. საინვენტარიზაციო კომისიას 2004 წლის 5 დეკემბრამდე უნდა დაემთავრებინა მატერიალურ ფასეულობათა და დებიტორ-კრედიტორების ინვენტარიზაცია, თუმცა აღნიშნული არ ჩატარებულა და მასალები არ გადასცემია სამმართველოს ბუღალტერიას, რაც არ წარმოადგენს მატერიალურ ფასეულობათა მართლსაწინააღმდეგო მითვისების ხერხსა და საშუალებას, მით უმეტეს, რომ არ არის დადგენილი, თუ რა პერიოდიდან მოდის დანაკლისი და ვინ იყო კონკრეტულ მატერიალურ ფასეულობებზე პასუხისმგებელი პირი. ამასთან, 2005 წლის ინვენტარიზაციის აქტში დანაკლისი ეხება როგორც მოძრავ, ასევე უძრავ ქონებასაც. რაც შეეხება სამმართველოს ბუღალტერ ქ. ტ-ლს, იგი ვერ მოახდენდა გავლენას კომისიის წევრებზე, მით უფრო, რომ არ იყო საინვენტარიზაციო კომისიის წევრი და მატერიალური ფასეულობები მის მართლზომიერ გამგებლობაში არ ყოფილა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 2 აგვისტოს განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 მარტის განაჩენში ი. ბ-ის, თ. კ-სა და ქ. ტ-ის მიმართ შევიდა შემდეგი ცვლილება:Ñ
თ. კ-ის მიმართ შერაცხული ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტსა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია).
თ. კ-რი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად თ. კ-რს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ თ. კ-რს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
მსჯავრდებულ თ. კ-რს ჩამოერთვა ---ის სამელიორაციო სისტემების სამმართველოს ჰიდრო-ტექნიკური ---ის თანამდებობის დაკავების უფლება 2 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ თ. კ-რს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 1 მაისიდან.
ი. ბ-რს წარდგენილი ბრალდებიდან მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), როგორც ზედმეტად წარდგენილი;
ი. ბ-ის მიმართ შერაცხული ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია);
ი. ბ-რი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ი. ბ-რს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ი. ბ-რს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
მსჯავრებულ ი. ბ-რს ჩამოერთვა ---ის სამელიორაციო სისტემების სამმართველოს ტექნიკური განყოფილების ---ის თანამდებობის დაკავების უფლება 2 (ორი) წლის ვადით;
მსჯავრდებულ ი. ბ-რს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 1 მაისიდან;
ქ. ტ-ის მიმართ შერაცხული ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რეაქცია);
ქ. ტ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის ზომად განესაზღვრა _ 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ ქ. ტ-ლს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 10000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
მსჯავრდებულ ქ. ტ-ლს ჩამოერთვა კასპის --- სამმართველოს ---ის თანამდებობის დაკავების უფლება 2 (ორი) წლის ვადით;
მსჯავრდებულ ქ. ტ-ლს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 1 მაისიდან;
მსჯავრდებულ თ. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. პ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და თ. კ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, განაჩენს საფუძვლად უდევს დაუსაბუთებელი ვარაუდი თ. კ-ის დანაშაულებრიობის თაობაზე, პროკურორი არ იყო უფლებამოსილი მიეღო მონაწილეობა ზემოაღნიშნული საქმის განხილვაში, მოსამართლემ თ. კ-რს არასწორად დაუნიშნა ორი დამატებითი სასჯელი, რაც კანონის უხეში დარღვევაა.
მსჯავრდებულ ქ. ტ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ჰ. ბ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, იმ მოტივით, რომ საქმეში რა არის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ ქ. ტ-მა ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება. უხეშადაა დარღვეული საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, რაც განაჩენის უპირობო გაუქმების საფუძველია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, სასაქონლო ზედნადებებით, ხელშეკრულებებით, საგადასახადო დავალებებით, მემორიალური ორდერებით, საბუღალტრო რევიზიის 2006 წლის -- თებერვლის ¹-- აქტით, გორის საგადასახადო ინსპექციიდან ამოღებული დოკუმენტებით, ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, სამშენებლო-საინჟინრო და ელექტროტექნიკური ექსპერტიზის 2006 წლის -- აპრილის ·--/-- დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2004-2005 წლებში კასპის სამმართველოს სპეციალური პროგრამის დასაფინანსებლად გამოყო თანხები. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ»ª საქართველოს კანონის თანახმად, კასპის --- სამმართველოს არ ჰქონდა უფლება, თავისი ძალებით ჩაეტარებინა სამშენებლო, სარემონტო, გამწმენდი სამუშაოები და, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ჩარიცხვა არ ხორციელდებოდა უშუალოდ სამმართველოს ანგარიშზე. ი. ბ-მა, თ. კ-მა და ქ. ტ-მა ამავე სამმართველოს ---სთან წინასწარი შეთანხმებით, განიზრახეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, რისთვისაც სამმართველოს ---მა ხელშეკრულებები გააფორმა როგორც შპს ,,---სა» და შპს ,,---სთან», ასევე - ფიზიკურ პირებთან, რომლებიც შემდგომში დარეგისტრირდნენ საგადასახადო ინსპექციაში, როგორც გადასახადის გადამხდელები, რის შემდეგაც ბანკში მათ სახელზე გაიხსნა ანგარიშები, სადაც ბიუჯეტიდან ხდებოდა თანხების ჩარიცხვა. თანხები გამოჰქონდათ იმავე ფიზიკურ პირებს და აძლევდნენ სამმართველოს ---ს, თუმცა პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები რეალურად არ სრულდებოდა. კასპის --- სამმართველოს ტექნიკური განყოფილების ---მ და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების კომისიის --- ი. ბ-მა, რომლის მოვალეობაში შედიოდა დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვების გაფორმება, მათი წარდგენა სამელიორაციო სისტემებმართვის დეპარტამენტში, ტექნიკური პროექტების მომზადება, ხელშეკრულებების გაფორმება და კასპის სამელიორაციო სისტემების სამმართველოს ---მა და საექსპლუატაციოდ მიმღები კომისიის --- თ. კ-მა, რომელსაც ევალებოდა სამმართველოს კუთვნილ უბნებზე, მაგისტრალურ არხებსა და სატუმბ სადგურებზე მიმდინარე ყველა სამუშაოს კონტროლი, სამართველოს უფროსთან შეთანხმებით, ფიზიკური პირები აღრიცხვაზე დააყენეს საგადასახადო ინსპექციაში, რის შემდეგაც კ-მა არაერთგზის გააყალბა შესრულებულ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტები, ხარჯთაღრიცხვები. ამავე სამმართველოს ---ი ქ. ტ-ლი, რომლის მოვალეობაში შედიოდა საბუღალტრო დოკუმენტების წარმოება, საგადასახადო ინსპექციასთან ურთიერთობა, დეკლარაციების შედგენა და წარდგენა საგადასახადოში, ხელფასების დარიცხვა, მიუხედავად ამისა ხშირ შემთხვევაში შემოიფარგლებოდა ზოგადი ჩანაწერებით, რომლებშიც გაშიფრული არ იყო შესრულებული სამუშაოს ყველა მახასიათებელი, რითაც ზემოაღნიშნულმა პირებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს თითქოსდა სხვადასხვა სამუშაოების შესრულებისა და ნივთების შეძენისათვის ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩარიცხული – 86424 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების მიმართ წარდგენილი ბრალი სრულადაა დადასტურებული მითითებული მტკიცებულებებით და საკასაციო საჩივრების მოთხოვნა – მსჯავრდებულთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე - უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
განაჩენის დადგენის დროს სასამართლომ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებანი, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და მსჯავრდებულებს – ი. ბ-რს, თ. კ-სა და ქ. ტ-ლს, მათი ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შესაბამისად, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ თ. კ-რს საქართველოს სსკ-ის 362–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - უნდა გაუნახევრდეს. მსჯავრდებულ თ. კ-რს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ი. ბ-რს «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 362–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - უნდა გაუნახევრდეს. მსჯავრდებულ ი. ბ-რს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად უნდა განესაზღვროს 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა», «დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით, «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ თ. კ-რს საქართველოს სსკ-ის 362–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - გაუნახევრდეს;
მსჯავრდებულ თ. კ-რს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ი. ბ-რს «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 362–ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - გაუნახევრდეს;
მსჯავრდებულ ი. ბ-რს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.