არასრულწლოვანი მოწმის საუკეთესო ინტერესების დასაცავად მოსამართლე უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით, არასრულწლოვანი მოწმის, მისი კანონიერი წარმომადგენლის, ადვოკატის ან პროკურორის შუამდგომლობით გამოიტანოს განჩინება:
ა) არასრულწლოვანი მოწმის გამოსახულების ან/და ხმის შემცვლელი მოწყობილობების გამოყენებით, გაუმჭვირვალი ეკრანის მიღმა ან დისტანციურად დაკითხვის შესახებ;
ბ) სასამართლო სხდომამდე ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობით არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვის და დაკითხვის ვიდეოგადაღების შესახებ;
გ) სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ;
დ) ბრალდებულის დროებით სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანის შესახებ, თუ არასრულწლოვანი მოწმე უარს ამბობს ბრალდებულის თანდასწრებით ჩვენების მიცემაზე ან თუ არსებული გარემოებები ცხადყოფს, რომ შეიძლება არასრულწლოვანმა მოწმემ ბრალდებულის თანდასწრებით არ თქვას სიმართლე ან მოხდეს მისი მეორეული ვიქტიმიზაცია. ამ შემთხვევაში სავალდებულოა საქმის სასამართლოში განხილვაში ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 12.06.2015).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №2კ-148აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2024
…სასამართლოს მიერ არასრულწლოვანი მოწმის არდაკითხვასთან დაკავშირებით გასაჩივრებული განაჩენით განიმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლი ადგენს ბრალდებულის პროცესზე დასწრების უფლების შეზღუდვას. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 24-ე მუხლი ადგენს არასრულწლოვანი მოწმის დაცვის ღონისძიებებს, მათ შორის, ერთ-ერთია ბრალდებულის დროებით სასამართლო სხდომის…
- საქმე №2კ-262აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.11.2018
შესაბამისად, დაზარალებულებს ჩვენება ბრალდებულის თანდასწრებით არ მიუციათ (რაც შესაძლოა, მათი მხრიდან სასამართლოსათვის ცრუ ჩვენების ან/და მეორეული ვიქტიმიზაციის საფუძველი გამხდარიყო ( არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის მე-15 ნაწილი და 24-ე მუხლი)). ამდენად, ამ ნაწილშიც საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
- საქმე №060100117002221438 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 09.11.2018
შესაბამისად, დაზარალებულებს ჩვენება ბრალდებულის თანდასწრებით არ მიუციათ (რაც შესაძლოა, მათი მხრიდან სასამართლოსათვის ცრუ ჩვენების ან/და მეორეული ვიქტიმიზაციის საფუძველი გამხდარიყო ( არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის მე-15 ნაწილი და 24-ე მუხლი)). ამდენად, ამ ნაწილშიც საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
- საქმე №611310920003397337 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.02.2020
მხედველობაში იღებენ რა, რომ ბავშვის ასეთი განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა ჟენევის 1924 წლის დეკლარაციით, 1959 წლის 20 ნოემბერს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა დეკლარაციით და აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მისი 23-ე და 24-ე მუხლებით), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მე-10 მუხლით), აგრეთვე ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/06/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება