მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე. მოწმე შეიძლება დაიკითხოს მის ადგილსამყოფელზე, თუ:
ა) ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის ქონის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით მას არ შეუძლია გამოცხადდეს სასამართლოში;
ბ) საქმის გარემოებათა მიხედვით მისი ადგილზე დაკითხვა უფრო მიზანშეწონილია;
გ) დაკითხულ უნდა იქნეს რამდენიმე მოწმე, რომლებიც ერთ ადგილას ცხოვრობენ და მათი სასამართლოში გამოძახება და დაკითხვა დაკავშირებული იქნებოდა დიდ ხარჯებთან;
დ) სხვა შემთხვევებში – სასამართლოს შეხედულებისამებრ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №838 – ვებგვერდი, 03.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №838
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.04.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 147. მოწმის დაკითხვა მის ადგილსამყოფელზე მოწმის დაკითხვა წარმოებს ღია სასამართლო სხდომაზე. მოწმე შეიძლება დაიკითხოს მის ადგილსამყოფელზე, თუ: ა) ავადმყოფობის,ავადმყოფობის მოხუცებულობის,ან ინვალიდობისხანდაზმულობის გამო, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის ქონის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით მას არ შეუძლია გამოცხადდეს სასამართლოში; ბ) საქმის გარემოებათა მიხედვით მისი ადგილზე დაკითხვა უფრო მიზანშეწონილია; გ) დაკითხულ უნდა იქნეს რამდენიმე მოწმე, რომლებიც ერთ ადგილას ცხოვრობენ და მათი სასამართლოში გამოძახება და დაკითხვა დაკავშირებული იქნებოდა დიდ ხარჯებთან; დ) სხვა შემთხვევებში – სასამართლოს შეხედულებისამებრ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-1017(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2024
თუ მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქონების მესაკუთრედ, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ ამავე კანონის 147 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო აღმასრულებელი ახორციელებს ამ კანონის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“ და „ე“-„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების (გადაწყვეტილებების), აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სანოტარო აქტებისა და გირავნობის მოწმობების აღსრულებას.
- საქმე №ას-207-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2020
…შეიძლება დაიბაროს მხარის შუამდგომლობის საფუძველზე (სსსკ-ის 178-ე და 140.3-ე მუხლები). როგორც ზემოთ ითქვა, კასატორს ასეთი შუამდგომლობა არ დაუყენებია. მას არც მოწმის იძულებით მოყვანაზე ( სსსკ-ის 145.1 მუხლი) და არც მოწმის ადგილზე ( სსსკ-ის 147-ე მუხლი) ან დისტანციურად დაკითხვაზე ( სსსკ-ის 148.6 მუხლი) არ უშუამდგომლია პირველი ინსტანციის სასამართლოში.
- საქმე №ა-1824-შ-45-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2016
ამ საკითხთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე იგი არ გამოცხადებულა, თუმცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხისათვის შეტყობინების ჩაბარების შეუძლებლობა საქმის განხილვის დამაბრკოლებელი გარემოება ვერ გახდებოდა.
- საქმე №3გ/ად-135-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.11.2001
ფატიურად მოსარჩელეები უკანონო მფლობელობიდან მათი წინაპრების ქონების გამოთხოვას მოითხოვდნენ, რასაც უშვებდა საქართველოს 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 146-ე და 147-ე მუხლები და ამავე კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად ეს უფლება მათ ამ კოდექსის მიღებიდან 3 წლის განმავლობაში უნდა განეხორციელებინათ და მიემართათ სასამართლოსათვის, რაც არ გაუკეთებიათ.
- საქმე №3/ად-204-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2001
შ-ძეს არასაპატიოდ არ გაუშვია კანონით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან საქართველოს სსრ მიწის კოდექსის 138-ე, 142-ე, 145-ე და 147-ე მუხლების შესაბამისად მიწის დავებს მმართველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები იხილავდნენ, რომლებსაც გამუდმებით მიმართავდა მოსარჩელე თ.
- საქმე №330210017001669529 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.06.2019
- საქმე №130210019003006623 · ხაშურის რაიონული სასამართლო · 28.01.2020
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება