მოწმედ ყველა შემთხვევაში არ შეიძლება გამოძახებულ და დაკითხულ იქნეს:
ა) (ამოღებულია - 21.02.2024, №4047);
ბ) სასულიერო პირი – იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც მას გაანდვეს აღსარების დროს;
გ) წარმომადგენლები სამოქალაქო საქმეებსა და დამცველები სისხლის სამართლის საქმეებზე – ისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც მათთვის ცნობილი გახდა მათ მიერ წარმომადგენლის ან დამცველის მოვალეობის შესრულებისას;
დ) მედიაციის პროცესის მონაწილე − იმ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მედიაციის პროცესში ან არსებითად გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან.
საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6839 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4047 – ვებგვერდი, 07.03.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.02.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 21.02.2024 კანონი №4047
- 14.07.2020 კანონი №6839
- 18.09.2019 კანონი №4955
- 20.12.2011 კანონი №5550
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 141. პირები, რომლებიც არ შეიძლება დაკითხულ იქნენ მოწმედ მოწმედ ყველა შემთხვევაში არ შეიძლება გამოძახებულ და დაკითხულ იქნეს: ა) პირი,(ამოღებულია რომელსაც- შესაძლებლობის21.02.2024, შეზღუდვის№4047); გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება; ბ) სასულიერო პირი – იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც მას გაანდვეს აღსარების დროს; გ) წარმომადგენლები სამოქალაქო საქმეებსა და დამცველები სისხლის სამართლის საქმეებზე – ისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც მათთვის ცნობილი გახდა მათ მიერ წარმომადგენლის ან დამცველის მოვალეობის შესრულებისას; დ) მედიაციის პროცესის მონაწილე − იმ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მედიაციის პროცესში ან არსებითად გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან. საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2130 - სსმ I, №53, 19.12.2005წ., მუხ.350
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ას-638-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2025
…დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ბრუნვაში ხშირია შემთხვევები, როდესაც საქმის ფაქტობრივი გარემოებები მხოლოდ იმ პირებს შეუძლიათ დაადასტურონ, რომლებიც მხარეთა ახლო ნათესავები, მეგობრები, მეზობლები ან ოჯახის წევრები არიან. საპროცესო კოდექსის 141-ე მუხლი არ კრძალავს ასეთ პირთა მოწმედ დაშვებას. მიუხედავად მხარესთან ახლო ურთიერთობისა მოწმე ვალდებულია სასამართლოს მისცეს ობიექტური ფაქტების ამსახველი განმარტება, ან საერთოდ უარი თქვას ჩვენების მიცემაზე ( სსსკ-ის 142-ე მუხლი).
- საქმე №ას-413-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2023
…დავალიანების - 17763.80 ლარის გადახდის ვალდებულება 2017 წლის 31 დეკემბრამდე იკისრა, რამაც ძველი სამართალურთიერთობის ხანდაზმულობის მიმდინარე ვადის დენის შეწყვეტა და ვადის თავიდან ათვლის დაწყება განაპირობა (სსსკ-ის 137-ე და 141-ე მუხლები). ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ 2017 წლის 01 მაისის შეთანხმებაც ფულადი ვალდებულების შესრულების თვალსაზრისით…
- საქმე №ას-763-722-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.09.2015
…დავის შედეგის მიმართ. სამოქალაქო ბრუნვაში ხშირია შემთხვევები, როდესაც საქმის ფაქტობრივი გარემოებები მხოლოდ იმ პირებს შეუძლიათ დაადასტურონ, რომლებიც მხარეთა ახლო ნათესავები, მეგობრები, მეზობლები ან ოჯახის წევრები არიან. საპროცესო კოდექსის 141-ე მუხლი არ კრძალავს ასეთ პირთა მოწმედ დაშვებას. მიუხედავად მხარესთან ახლო ურთიერთობისა მოწმე ვალდებულია სასამართლოს მისცეს ობიექტური ფაქტების ამსახველი განმარტება, ან საერთოდ უარი თქვას ჩვენების მიცემაზე ( სსსკ-ის 142-ე მუხლი).
- საქმე №ას-564-535-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.10.2013
მ-ის ჩვენების შეფასებისას სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 140-ე, 141-ე მუხლების მოთხოვნები. გარდა ამისა, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მოტხოვნა, გამოიყენა ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, რომლებზეც მხარეს არ მიუთითებია პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის განხილვის დროს.
- საქმე №ას-1590-1588-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2011
…სასამართლო დაეყრდნო სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 ივნისის ¹9 დადგენილებას, მოსარჩელე ლ. ი-ის ახსნა-განმარტებას, მოპასუხის წარმოამდგენლის ახსნა-განმარტებას, რაც აშკარა კანონდარღვევაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 141-ე მუხლის «გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოწმედ არ შეიძლება გამოძახებულ და დაკითხულ იქნენ წარმომადგენლები სამოქალაქო საქმეებსა და დამცველები სისხლის სამართლის საქმეებზე _ ისეთ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც მათთვის ცნობილი გახდა მათ მიერ წარმომადგენლის ან დამცველის მოვალეობის შესრულებისას.
- საქმე №ას-1405-1420-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2011
- საქმე №3გ-ად-6-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.06.2002
- საქმე №3გ/ად-4-კს-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.02.2002
- საქმე №190210115773781 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.01.2018
- საქმე №190210017002192271 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 07.10.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება