1. დაკითხვის დაწყებამდე სასამართლო ადგენს მოწმის ვინაობას. სასამართლო ფიცის დადების შემდეგ მოწმეს განუმარტავს, რა უფლება-მოვალეობები აქვს მას, რა საქმეზეა იგი გამოძახებული, რომ იგი ვალდებულია თქვას ყველაფერი, რაც იცის საქმესთან დაკავშირებით, და აფრთხილებს ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის და ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ასევე განუმარტავს, რომ იგი ვალდებული არ არის, მისცეს დანაშაულის ჩადენაში თავისი თავის ან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება. სასამართლო ასევე ადგენს, რა დამოკიდებულება აქვს მოწმეს ბრალდებულთან და დაზარალებულთან.
2. დაკითხვის დაწყებისთანავე მოწვევის ინიციატორმა მხარემ მოწმეს უნდა შესთავაზოს, თქვას ყველაფერი, რაც იცის საქმესთან დაკავშირებით. პასუხის გაცემისას მისი შეწყვეტინება დაუშვებელია, მაგრამ თუ დასაკითხი პირი საუბრობს იმ გარემოებებზე, რომლებიც აშკარად არ ეხება საქმეს, მოსამართლეს მხარის შუამდგომლობით შეუძლია მისი შეჩერება. ამის შემდეგ დასაკითხ პირს მისი ჩვენების შევსებისა და დაზუსტების მიზნით შეიძლება დაკითხვის ინიციატორმა დაუსვას შეკითხვები ამ კოდექსის 244-ე მუხლის შესაბამისად. პირდაპირი დაკითხვის დამთავრების შემდეგ მოწინააღმდეგე მხარე უფლებამოსილია აწარმოოს მოწმის ჯვარედინი დაკითხვა ამ კოდექსის 245-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
3. მოწმე შეიძლება დაიკითხოს მხოლოდ იმ გარემოების შესახებ, რომელსაც მნიშვნელობა აქვს საქმისათვის.
4. ნასამართლობის შესახებ შეკითხვა მოწმეს შეიძლება დაესვას, თუ ის საჭიროა მოწმის სანდოობის დადგენისათვის.
5. თუ მოწმეს უჭირს სიტყვიერად აღწეროს მოვლენა, რომლის თვითმხილველიც იგი იყო, მას შეუძლია თავისი ჩვენება ჩამოაყალიბოს სხვა ნიშნობრივი ფორმით, სახელდობრ, ნახაზის, სქემის, ჩანახატის ან სხვა ამგვარი სახით.
6. დაკითხვისას მოწმეს შეუძლია გამოიყენოს დოკუმენტი, ჩანაწერი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.
7. მხარეებს შეუძლიათ დასაკითხ პირს მოსთხოვონ დოკუმენტი, ჩანაწერი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელსაც იგი იყენებდა დაკითხვისას, ხოლო შემოწმების შემდეგ დაუბრუნონ მას ან დაურთონ საქმეს.
8. დაკითხვისას მხარეებს შეუძლიათ მოწმეს წარუდგინონ საქმეზე დართული საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.
9. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი, რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს და რომლის ვინაობა პროკურორის გადაწყვეტილებით დაფარულია, მოწმედ დაიკითხება დისტანციურად, იმგვარად, რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა.
საქართველოს 2015 წლის 18
დეკემბრის კანონი
№4677
- ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №923 – ვებგვერდი, 03.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 02.07.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 02.07.2025 კანონი №923
- 18.12.2015 კანონი №4677
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (24.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 115. დაკითხვის ზოგადი წესი 1. დაკითხვის დაწყებამდე სასამართლო ადგენს მოწმის ვინაობას. სასამართლო ფიცის დადების შემდეგ მოწმეს განუმარტავს, რა უფლება-მოვალეობები აქვს მას, რა საქმეზეა იგი გამოძახებული, რომ იგი ვალდებულია თქვას ყველაფერი, რაც იცის საქმესთან დაკავშირებით, და აფრთხილებს ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის და ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ასევე განუმარტავს, რომ იგი ვალდებული არ არის, მისცეს დანაშაულის ჩადენაში თავისი თავის ან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება. სასამართლო ასევე ადგენს, რა დამოკიდებულება აქვს მოწმეს ბრალდებულთან და დაზარალებულთან. 2. დაკითხვის დაწყებისთანავე მოწვევის ინიციატორმა მხარემ მოწმეს უნდა შესთავაზოს, თქვას ყველაფერი, რაც იცის საქმესთან დაკავშირებით. პასუხის გაცემისას მისი შეწყვეტინება დაუშვებელია, მაგრამ თუ დასაკითხი პირი საუბრობს იმ გარემოებებზე, რომლებიც აშკარად არ ეხება საქმეს, მოსამართლეს მხარის შუამდგომლობით შეუძლია მისი შეჩერება. ამის შემდეგ დასაკითხ პირს მისი ჩვენების შევსებისა და დაზუსტების მიზნით შეიძლება დაკითხვის ინიციატორმა დაუსვას შეკითხვები ამ კოდექსის 244-ე მუხლის შესაბამისად. პირდაპირი დაკითხვის დამთავრების შემდეგ მოწინააღმდეგე მხარე უფლებამოსილია აწარმოოს მოწმის ჯვარედინი დაკითხვა ამ კოდექსის 245-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. 3. მოწმე შეიძლება დაიკითხოს მხოლოდ იმ გარემოების შესახებ, რომელსაც მნიშვნელობა აქვს საქმისათვის. 4. ნასამართლობის შესახებ შეკითხვა მოწმეს შეიძლება დაესვას, თუ ის საჭიროა მოწმის სანდოობის დადგენისათვის. 5. თუ მოწმეს უჭირს სიტყვიერად აღწეროს მოვლენა, რომლის თვითმხილველიც იგი იყო, მას შეუძლია თავისი ჩვენება ჩამოაყალიბოს სხვა ნიშნობრივი ფორმით, სახელდობრ, ნახაზის, სქემის, ჩანახატის ან სხვა ამგვარი სახით. 6. დაკითხვისას მოწმეს შეუძლია გამოიყენოს დოკუმენტი, ჩანაწერი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. 7. მხარეებს შეუძლიათ დასაკითხ პირს მოსთხოვონ დოკუმენტი, ჩანაწერი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელსაც იგი იყენებდა დაკითხვისას, ხოლო შემოწმების შემდეგ დაუბრუნონ მას ან დაურთონ საქმეს. 8. დაკითხვისას მხარეებს შეუძლიათ მოწმეს წარუდგინონ საქმეზე დართული საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. 9. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი, რომელიც გამოძიების ორგანოსთან თანამშრომლობს და რომლის ვინაობა პროკურორის გადაწყვეტილებით დაფარულია, მოწმედ დაიკითხება დისტანციურად, იმგვარად, რომ დაცული იყოს დაცვის მხარის მიერ მისი იდენტიფიცირების ან/და ამოცნობის შესაძლებლობა.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(38)
- საქმე №2კ-407აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2023
მ-ს ხელახალი პირდაპირი დაკითხვის დროს, დაცვის მხარემ საქართველოს სსსკ-ის 115–ე მუხლის მე–8 ნაწილით მინიჭებული უფლების საფუძველზე მოითხოვა - მოწმისთვის მტკიცებულების წარდგენა (რესტორნიდან ამოღებული ვიდეოკამერების ჩანაწერების).
- საქმე №2კ-1263აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.04.2023
ა-მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავების (დედისა და დის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
- საქმე №2კ-860აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.11.2022
გ-მ (მამამ) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
- საქმე №2კ-466აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.09.2022
მ-ა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით და თავისი ახლო ნათესავის (მამის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.
- საქმე №2კ-610აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2017
კანონის არსებით დარღვევად აგრეთვე არ იქნა მიჩნეული საქართველოს სსსკ-ის 115-ე მუხლის მე-6 ნაწილის, 112-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და მე-3 მუხლის მე-7 ნაწილის შეუსაბამოდ დ.
- საქმე №240100119003007099 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.10.2019
- საქმე №330140017001857757 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.10.2019
- საქმე №330100118002526432 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.10.2019
- საქმე №330100119002799267 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.09.2019
- საქმე №240100119002900259 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 02.08.2019
- საქმე №330100119002959656 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 31.07.2019
- საქმე №120100118002526177 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.02.2019
- საქმე №180100118002516682 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.12.2018
- საქმე №240100115722400 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 24.05.2018
- საქმე №240100118002281094 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 10.05.2018
- საქმე №010100120003465531 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 03.04.2020
- საქმე №010100120003430860 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 02.04.2020
- საქმე №330100119003135796 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.03.2020
- საქმე №140100119003045083 · გორის რაიონული სასამართლო · 13.01.2020
- საქმე №010100119003182578 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 24.12.2019
- საქმე №330100119003004290 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 01.11.2019
- საქმე №330100118002407727 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.09.2019
- საქმე №010100119003065899 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 01.08.2019
- საქმე №010100119003052769 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 25.07.2019
- საქმე №240100119003007099 · სენაკის რაიონული სასამართლო · 16.07.2019
- საქმე №330100119003003702 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 16.07.2019
- საქმე №030100119002899176 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 21.06.2019
- საქმე №330100119002960428 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.06.2019
- საქმე №330100119002959656 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.06.2019
- საქმე №240100119002900259 · სენაკის რაიონული სასამართლო · 06.06.2019
- საქმე №330100118002673488 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №330100119002830086 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 22.04.2019
- საქმე №330100119002799267 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.04.2019
- საქმე №180100118002679192 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 13.02.2019
- საქმე №180100118002547995 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 20.11.2018
- საქმე №240100118002644190 · სენაკის რაიონული სასამართლო · 29.10.2018
- საქმე №180100118002516682 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 18.09.2018
- საქმე №240100118002281094 · სენაკის რაიონული სასამართლო · 07.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება