1. ყოველი მოწმე ცალკე უნდა დაიკითხოს. მოწმეები, რომლებსაც ჯერ არ მიუციათ ჩვენება, არ უნდა იყვნენ სასამართლო სხდომის დარბაზში. დაკითხული მოწმეები რჩებიან სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის დამთავრებამდე და არ შეუძლიათ გავიდნენ დარბაზიდან სასამართლოს ნებართვის გარეშე.
2. მოწმის დაკითხვა იწყება მისი პიროვნების გარკვევით (სახელი, გვარი, საცხოვრებელი და საქმიანობის ადგილი და ა. შ.). ამის შემდეგ სასამართლო არკვევს მოწმის დამოკიდებულებას საქმეში მონაწილე პირებთან და წინადადებით მიმართავს მას აცნობოს სასამართლოს ყველაფერი, რაც მისთვის პირადად ცნობილია საქმის გარემოებათა შესახებ.
3. მოწმე თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ყოველივეს, რაც მან იცის ამ გარემოებათა შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მიეცეს მას შეკითხვები.
4. პირველად შეკითხვას აძლევს მხარე, რომლის ინიციატივითაც დაიბარეს მოწმე ან მხარის წარმომადგენელი, შემდეგ – მოწინააღმდეგე მხარე ან მისი წარმომადგენელი. კონკრეტული შეკითხვის მიცემის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს სასამართლო.
5. მოსამართლეს შეუძლია შეკითხვა მისცეს მოწმეს დაკითხვის ყველა მომენტში.
6. მხარის შუამდგომლობით და მოსამართლის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მოწმის დისტანციური დაკითხვა ამ კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, რის შესახებაც წინასწარ ეცნობება მხარეებს.
7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმე უნდა დაიკითხოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირობების დაცვით.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6839 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6839
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.07.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 148. მოწმის დაკითხვა 1. ყოველი მოწმე ცალკე უნდა დაიკითხოს. მოწმეები, რომლებსაც ჯერ არ მიუციათ ჩვენება, არ უნდა იყვნენ სასამართლო სხდომის დარბაზში. დაკითხული მოწმეები რჩებიან სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის დამთავრებამდე და არ შეუძლიათ გავიდნენ დარბაზიდან სასამართლოს ნებართვის გარეშე. 2. მოწმის დაკითხვა იწყება მისი პიროვნების გარკვევით (სახელი, გვარი, საცხოვრებელი და საქმიანობის ადგილი და ა. შ.). ამის შემდეგ სასამართლო არკვევს მოწმის დამოკიდებულებას საქმეში მონაწილე პირებთან და წინადადებით მიმართავს მას აცნობოს სასამართლოს ყველაფერი, რაც მისთვის პირადად ცნობილია საქმის გარემოებათა შესახებ. 3. მოწმე თავისუფალი თხრობით გადმოსცემს ყოველივეს, რაც მან იცის ამ გარემოებათა შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მიეცეს მას შეკითხვები. 4. პირველად შეკითხვას აძლევს მხარე, რომლის ინიციატივითაც დაიბარეს მოწმე ან მხარის წარმომადგენელი, შემდეგ – მოწინააღმდეგე მხარე ან მისი წარმომადგენელი. კონკრეტული შეკითხვის მიცემის მიზანშეწონილობის საკითხს წყვეტს სასამართლო. 5. მოსამართლეს შეუძლია შეკითხვა მისცეს მოწმეს დაკითხვის ყველა მომენტში. 6. მხარის შუამდგომლობით და მოსამართლის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მოწმის დისტანციური დაკითხვა ამ კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, რის შესახებაც წინასწარ ეცნობება მხარეებს. [ 7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმე უნდა დაიკითხოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირობების დაცვით. (ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №ას-558-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 127-ე, 140-ე, 148-ე და 150-ე მუხლების შესაბამისად შეაფასა ხსენებული მტკიცებულებები და დაასკვნა, რომ შპს „ჰ–ის“ ცნობიდან, ირკვეოდა, რომ გ.ხ–ის დაკრძალვის შესახებ შპს „ჰ–ს“ მიმართა მოპასუხის ნათესავმა - ი.ბ–მა, რაც არ წარმოადგენდა სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას.
- საქმე №ას-1550-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.03.2026
…ლაბორატორიის თანამშრომლები ზ.კ–ია და ო.წ–ი. სასამართლომ სამივე მოწვეული პირი სხდომის დაწყებისთანავე მიიწვია დარბაზში და დაიწყო მათი მოწმის სახით გამოკითხვა, სამივე მოწმე თავიდანვე უსმენდა ერთმანეთის მიერ მიცემულ განმარტებას. სსსკ-ის 148-ე მუხლის თანახმად, ყოველი მოწმე ცალკე უნდა დაიკითხოს, რომლებსაც ჯერ არ მიუციათ ჩვენება არ უნდა იყვნენ სასამართლო დარბაზში.
- საქმე №ას-410-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2025
სააპელაციო პალატამ სსსკ 140-ე, 148-ე მუხლის მეოთხე ნაწილზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მოწმის მხრიდან კონკრეტულ გარემოებაზე ჩვენების მიცემას არ შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა მოცემულ საქმეზე დასადგენ არსებით ფაქტობრივ გარემოებებზე ან/და შეეცვალა საქმეზე დამდგარი შედეგი, რის გამოც გასაჩივრებული საოქმო განჩინება დარჩა ძალაში.
- საქმე №ას-1015-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.10.2024
სასამართლომ ასევე დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები ( სსსკ-ის 148.6 მუხლი), როდესაც საქმეზე დისტანციური წესით დაკითხა მოწმე. 3. კასატორის მოსაზრებით, ასევე უკანონოა სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს…
- საქმე №ას-1469-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2024
დასაქმებული არ ითხოვს პირვანდელ პოზიციაზე აღდგენას, შესაბამისად, სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს ვერ გასცდება ( სსსკ-ის 148-ე მუხლი) დასაქმებულს, მისი მოთხოვნის ფარგლებში, უნდა აუნაზღაურდეს შრომითი ხელშეკრულების უსაფუძვლოდ შეწყვეტისათვის სშკ-ის 48.9-ე მუხლით გათვალისწინებული…
- საქმე №ას-751-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
- საქმე №ას-1088-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2022
- საქმე №ას-1199-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2022
- საქმე №ას-582-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2021
- საქმე №ას-207-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2020
- საქმე №ას-1167-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.07.2020
- საქმე №ას-669-636-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2015
- საქმე №ას-674-641-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.06.2015
- საქმე №ას-788-748-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2014
- საქმე №ას-833-885-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.10.2011
- საქმე №ას-218-207-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2010
- საქმე №330210017001669529 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.06.2019
- საქმე №330210016001225978 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.02.2019
- საქმე №330210116001417089 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.03.2018
- საქმე №180210016001255043 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 23.01.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება