1. 2016 წლის 20 თებერვლამდე გამოძიებისას დაკითხვა წარმოებს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (გარდა 305-ე მუხლის მე-6 ნაწილისა) დადგენილი წესით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის დაკითხვისას გამოიყენება ამ კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი, მათ შორის, იმ საქმეზე, რომელზედაც სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაიწყო.
3. 2017 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე, 324-ე, 3241, 3291–3302, 331-ე და 3311 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოძიების დროს დაკითხვა წარმოებს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.
4. 2019 წლის 30 ივნისამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე–3232 და 325-ე–329-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა გამოძიების დროს დაკითხვა წარმოებს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.
5. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების ჩადენაშიც ედება, გამოძიების დროს დაკითხვა წარმოებს ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 20
წლის
22 მაისის
კანონი №
6253
–
ვებგვერდი, 29.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №205 - ვებგვერდი, 28.01.2013წ.
საქართველოს 2013 წლის 24 ივლისის კანონი №848 - ვებგვერდი, 09.08.2013წ.
საქართველოს 2013 წლის
დეკემბრის კანონი №1872 - ვებგვერდი, 31.12.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 16
დეკემბრის კანონი
№4643
- ვებგვერდი, 17.12.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 18
დეკემბრის კანონი
№4677
- ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 23
დეკემბრის
კანონი №1893
–
ვებგვერდი, 28.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4108 – ვებგვერდი, 25.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 22.12.2018 კანონი №4108
- 23.12.2017 კანონი №1893
- 18.12.2015 კანონი №4677
- 16.12.2015 კანონი №4643
- 24.07.2013 კანონი №848
- 18.01.2013 კანონი №205
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №2კ-494აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.07.2023
გ-ს მიერ საქართველოს სსსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - ჩადენა.
- საქმე №2კ-660აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.06.2021
ს-ს მიერ საქართველოს სსსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - ჩადენა.
- საქმე №2კ-737აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.06.2017
პალატა ვერ გაიზიარებს ადვოკატის მითითებას, რომ ბრალდების მხარემ მტკიცებულებები მოიპოვა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოწმეები ძალადაკარგული კოდექსით დაიკითხნენ და მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 332-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიების დროს დაკითხვა…
- საქმე №2კ-561აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2016
გ-ის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიების სტადიაზე მათი მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ისინი ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ არა მოწმის, არამედ - ბრალდებულის სახით, თანახმად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (გარდამავალი დებულებები) 2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქციისა, მაგრამ მის მიერ პროცესის აღნიშნულ…
- საქმე №2კ-14აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.06.2015
თ-ს მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის მოწმის ჩვენებად აღქმა და მისი სასამართლო სხდომაზე წაკითხვა საპროცესო კანონის უხეში დარღვევაა და მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღნიშნული ჩვენების მოწმის ჩვენებად ჩათვლა და მისი გამოქვეყნება შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე და 243-ე მუხლის მოთხოვნებს. 20. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ მხოლოდ დ.
- საქმე №330310016001460030 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2019
- საქმე №330310016001460030 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.01.2019
- საქმე №330100115001116634 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.12.2018
- საქმე №010100116001345674 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 02.07.2018
- საქმე №020100116001664517 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 20.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება