1. ეს კოდექსი, გარდა 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.
2. ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
. ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) გამოტანილ იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე და რომლებიც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ 2012 წლის 1 ივლისამდე.
3. ამ კოდექსის 331-ე მუხლი ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.
4. (ამოღებულია - 24.09.2010, №3616).
5. ამ კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განსაზღვროს ამ კოდექსის 35-ე–36-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობა.
6. დაცვის მხარის უფლება ამ კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაყენების თაობაზე ამოქმედდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან.
7. თუ ამ კოდექსის 1821 მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულების შესასრულებლად ცალკეულ სასამართლოებში აუცილებელია დამატებითი ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება, 1821 მუხლის პირველი ნაწილი
ამოქმედდეს ამ ღონისძიებების დასრულებისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 2013 წლის 1 ივნისისა.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ კოდექსის 185-ე მუხლის მე-6 ნაწილის ამოქმედების მომენტისათვის სასამართლოში განსახილველად არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენი გამოაქვს იმავე ნაწილის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 36 თვისა.
9. ამ კოდექსის 185-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 18 იანვრის კანონი №205 - ვებგვერდი, 28.01.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 8
ივლისის კანონი
№3976
- ვებგვერდი, 20.07.2015წ.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,2009 წლის 9 ოქტომბერი.
№1772–I
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.07.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 08.07.2015 კანონი №3976
- 18.01.2013 კანონი №205
- 28.10.2011 კანონი №5170
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №26აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2024
სასამართლო ასევე ითვალისწინებს ერთი მხრივ, საქართველოს სსსკ-ის 333-ე მუხლს, რომლის თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოქმედდა 2012 წლის 1 იანვრიდან;
- საქმე №10აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.06.2023
სასამართლო ასევე ითვალისწინებს - საქართველოს სსსკ-ის 329-ე მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 333-ე მუხლს, რომლის თანახმად - „ეს კოდექსი, გარდა 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან;
- საქმე №2კ-777აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2020
დ-ს საქართველოს სსსკ-ის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული სასჯელის დამძიმების შესახებ, საკასაციო სასამართლო აღნიშნულს არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
- საქმე №174აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.01.2017
გარდა ამისა, შუამდგომლობის ავტორს დარღვეული აქვს საქართველოს სსსკ-ის 333-ე მუხლის მე-21 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა. 4. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე…
- საქმე №010332219900025449 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 11.10.2019
…პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამოაქვს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 24 თვისა (ეს ნორმა ამოქმედდა 2016 წლის 1 იანვრიდან). ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ კოდექსის 185-ე მუხლის მე-6 ნაწილის ამოქმედების მომენტისთვის სასამართლოში განსახილველად არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენი გამოაქვს იმავე ნაწილის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 36 თვისა.
- საქმე №080100113002803516 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 21.11.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება