1. სასამართლო განხილვა მიმდინარეობს სასამართლო სხდომის დარბაზში. შემთხვევის ან სხვა ადგილის, ნაგებობის, ტრანსპორტის ან სხვა ისეთი ობიექტის დათვალიერების მიზნით, რომლის სასამართლო სხდომის დარბაზში მიტანაც შეუძლებელია, აგრეთვე დასაკითხი პირის მძიმე ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით სასამართლო განხილვა შესაძლებელია მხარეთა შუამდგომლობით ჩატარდეს სასამართლო სხდომის დარბაზის გარეთ.
2. სასამართლო განხილვა მიმდინარეობს უწყვეტად, გარდა შესვენებისათვის საჭირო დროისა. სასამართლოში საქმის განხილვის გადადება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით შესაძლებელია მხოლოდ მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, მხარის, მოწმის ან თარჯიმნის გამოუცხადებლობის, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, აგრეთვე ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. საქმის განხილვის გადადების პერიოდში სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს სხვა სისხლის სამართლის საქმე (შუამდგომლობა, საჩივარი).
3. 18 საათის შემდეგ შესაძლებელია სასამართლომ მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით გადადოს საქმის განხილვა.
4. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოს წინასწარ მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით სასამართლო განხილვის სხდომის თარიღის შეცვლის (დადგენილ თარიღზე ადრე ან გვიან დანიშვნის) შესახებ, რის თაობაზედაც უნდა აცნობოს მეორე მხარეს. სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
5. მხარეებს უფლება აქვთ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ერთობლივად, წინასწარ მიმართონ სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით სასამართლო განხილვის სხდომის თარიღის შეცვლის (დადგენილ თარიღზე ადრე ან გვიან დანიშვნის) შესახებ. სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრდება.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამოაქვს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 24 თვისა.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი ვადა არ გამოიყენება იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას ან/და ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3891 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.418
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4631 - ვებგვერდი, 19.05.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 8
ივლისის კანონი
№3976
- ვებგვერდი, 20.07.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 08.07.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 08.07.2015 კანონი №3976
- 05.05.2011 კანონი №4631
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №2კ-1151აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.06.2026
კასატორის მითითებაზე, სასამართლომ შეაფასოს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი 24 თვიანი ვადის დაცვის საკითხი, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 185-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამოაქვს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 24 თვისა.
- საქმე №2კ-880აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.11.2023
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას საოქმო განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო: მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი დაადგინა საქართველოს სსსკ-ის 185-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული ვადის გადაცილებით, მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს არსებითი ხასიათის დარღვევას, რადგან არ ახდენს გავლენას…
- საქმე №2კ-338აპ.-16 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.07.2016
ზ-ს სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვა, საქართველოს სსსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა განხორციელებულიყო უწყვეტად და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში.
- საქმე №2კ-265აპ.-15 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.06.2015
ამასთანავე, სასამართლო განხილვა, საქართველოს სსსკ–ის 185–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, უნდა განხორციელდეს უწყვეტად. საქმის სასამართლოში განხილვის პროცესი წარმოადგენს ერთიან და უწყვეტ პროცესს მაშინაც კი, როდესაც იგი რამდენიმე დღე გრძელდება.
- საქმე №010332219900025449 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 11.10.2019
როგორც ზემოთ აღინიშნა, სწორედ ეს გახდა სასამართლო სხდომის მრავალჯერ გადადების მიზეზი, რა დროსაც მოსამართლე მხოლოდ დაცვის მხარის ზეპირ განცხადებას დაეყრდნო, თუმცა არ გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, სასამართლო განხილვა მიმდინარეობს სხდომის დარბაზში.
- საქმე №080100113002803516 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 21.11.2019
- საქმე №330100113003063721 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 02.12.2019
- საქმე №010100117001972807 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 24.06.2019
- საქმე №200100114613810 · თელავის რაიონული სასამართლო · 20.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება