თავი XVIII — სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლები, დაკავება, ბრალდებულად ცნობა
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო ან მისი ჩადენის შემდეგ გახდა შეურაცხი, და საჯარო უსაფრთხოების ინტერესები მოითხოვს მის სამედიცინო დაწესებულებაში იზოლირებას, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს პროკურორის ან ადვოკატის შუამდგომლობით გამოაქვს პირის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე განჩინება. შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე
, 48 საათის განმავლობაში, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება
.
(ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების სიტყვები „შუამდგომლობა განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე“ და „ხოლო მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება“) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება №2/2/1506 – ვებგვერდი, 15.04.2022წ.
2. პირის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების თაობაზე სასამართლოს განჩინება დგება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებისაგან (განჩინებისაგან) დამოუკიდებლად. მასში უნდა აღინიშნოს: სამედიცინო დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის სახელი, გვარი და საპროცესო მდგომარეობა; სამედიცინო დაწესებულების დასახელება, რომელშიც პირი თავსდება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება №2/2/1506 – ვებგვერდი, 15.04.2022
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(15)
- საქმე №2კ-751აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.11.2025
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 180-ე და 181-ე მუხლების დანაწესი არ იძლევა საკითხის იმდაგვარად განმარტების საშუალებას, რომ როდესაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დასტურდება, რომ ბრალდებული…
- საქმე №ას-1122-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2021
…ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (შ–ი 2006-ს მიწის ნაკვეთთან და ბ–ის მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული ეპიზოდები). საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (.......
- საქმე №2კ-11აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.06.2018
· საქართველოს სსსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო ან მისი ჩადენის შემდეგ გახდა…
- საქმე №9აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.07.2017
ხ-ი გამართლდნენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. 7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის…
- საქმე №3აგ.-2013 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.01.2013
ასევე, 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმის განსაზღვრისათვის ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო თუ არა შეურაცხ მდგომარეობაში, ან მისი ჩადენის შემდეგ ხომ არ გახდა შეურაცხი – იგი უნდა მოთავსდეს სახელმწიფო - სამედიცინო დაწესებულებაში.
- საქმე №134აგ.-2012 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.12.2012
- საქმე №010100218700050924 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 27.06.2018
- საქმე №330100115001070480 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.10.2019
- საქმე №010100114619246 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 18.06.2019
- საქმე №330210013214841 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.05.2019
- საქმე №010100119003248047 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 17.02.2020
- საქმე №020100119003018449 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 30.10.2019
- საქმე №120100118002392728 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 05.05.2018
- საქმე №ბს-288(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2020
- საქმე №330100117002229019 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.08.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება