თავი XVIII — სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლები, დაკავება, ბრალდებულად ცნობა
1. პროკურორი ან მისი დავალებით გამომძიებელი ვალდებულია პირის დაკავებიდან, დაპატიმრებიდან ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან არა უგვიანეს 3 საათისა შეატყობინოს ეს მისი ოჯახის რომელიმე წევრს, ხოლო თუ ასეთი არ არსებობს – რომელიმე ნათესავს ან ახლობელს, დაპატიმრების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შემთხვევაში კი აგრეთვე შეატყობინოს სამუშაო ან სწავლის ადგილას.
2. თუ დაკავებული, დაპატიმრებული ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული პირი სხვა სახელმწიფოს მოქალაქეა, ეს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ ვადაში უნდა ეცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამისი სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2012 წლის 12
ივნისის
კანონი №
6439
– ვებგვერდი,.0
.2012
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №2კ-914აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.05.2020
რაც შეეხება კასატორის მიერ სადავოდ ქცეულ იმ გარემოებას, ბრალდებულების მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებული ფულადი თანხა აჭარბებდა თუ არა 10000 ლარს და შესაბამისად, სახეზეა თუ არა საქართველოს სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დიდი ოდენობა, აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი ურთიერთთავსებადი მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე გ.
- საქმე №2კ-318აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.07.2010
ხ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლით (1961 წლის რედაქცია) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის შემდგომი მოხდისგანაც გათავისუფლდა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის VI ნაწილის თანახმად, 177-ე მუხლის III ნაწილის,,ბ»,,,გ» ქვეპუნქტებით (1999 წლის რედაქცია) _ 9 წლით, ხოლო 260-ე მუხლის II ნაწილის,,ა»,,,დ»,,,ე» ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქმე №010100119002903603 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 01.11.2019
…სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასა-მართლოს სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი: ნ------ ა--–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით (8 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, სახელმ-წიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
- საქმე №330100119002825794 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.07.2019
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის განაჩენით: გ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
- საქმე №820100118002748024 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 23.05.2019
sarezolucio nawili: სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და d a a d g i n a: ზ----- მ--–----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი: ზ----- მ--–---- ცნობილი იქნეს დამნაშავედ 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქ-ტით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
- საქმე №020100118002461330 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 17.05.2019
- საქმე №010100218700050703 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 20.06.2018
- საქმე №330100115001028028 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 17.12.2018
- საქმე №010100118002246343 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 26.04.2018
- საქმე №020100119003220670 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 10.10.2019
- საქმე №330100115001116634 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება