1. უფლებამოსილი ორგანო პირის დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის მიზნით პირის დაპატიმრების თაობაზე ბრძანების გაცემის შესახებ. სასამართლო მომდევნო 24 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას პირის დაპატიმრების თაობაზე ბრძანების გაცემის შესახებ. თუ სასამართლო ამ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, დაკავებული პირი თავისუფლდება.
2. დაპატიმრების ბრძანება უნდა შეიცავდეს:
ა) სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი პირის მონაცემებსა და მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებას;
ბ) მითითებას, რომ პირის გადაცემას ითხოვს საერთაშორისო სასამართლო;
გ) მითითებას, რომ პირს აქვს გასაჩივრებისა და დაცვით სარგებლობის უფლება.
3. თუ სისხლისსამართლებრივად დევნილი პირის დაპატიმრება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად არ შეიძლება, საერთაშორისო სასამართლოსთან თათბირის შემდეგ უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს ასეთი პირის მიმართ დაპატიმრების ნაცვლად გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღკვეთის სხვა ღონისძიება.
4. დაკავებისას უნდა დადგინდეს, დაპატიმრებული პირის იდენტურობა საერთაშორისო სასამართლოს თხოვნაში მითითებულ პირთან. დაპატიმრებულ პირს განემარტება მისი საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის საფუძველი და გადაცემის გამარტივებული პროცედურა. დაპატიმრებული პირი დაიკითხება პირადი მონაცემების თაობაზე და განემარტება დაცვის უფლებით სარგებლობის შესახებ.
5. გადასაცემ პირს უფლება აქვს, დაპატიმრების შესახებ ბრძანების ასლის მიღებიდან 5 დღის ვადაში გაასაჩივროს ეს ბრძანება სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი № 1418 - სსმ I , № 19 , 28.04.2005 წ., მუხ. 141
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისი ს კანონი № 1737 - სსმ I , № 36 , 11.07.2005 წ., მუხ. 224
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი № 478 - სსმ I , № 30 , 07.11.2008 წ., მუხ. 1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.08.2003).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.11.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. პირის დაპატიმრება გადაცემის მიზნით 1. უფლებამოსილი ორგანო პირის დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის მიზნით პირის დაპატიმრების თაობაზე ბრძანების გაცემის შესახებ. სასამართლო მომდევნო 24 საათის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას პირის დაპატიმრების თაობაზე ბრძანების გაცემის შესახებ. თუ სასამართლო ამ ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას, დაკავებული პირი თავისუფლდება. 2. დაპატიმრების ბრძანება უნდა შეიცავდეს: ა) სისხლისსამართლებრივი წესით დევნილი პირის მონაცემებსა და მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებას; ბ) მითითებას, რომ პირის გადაცემას ითხოვს საერთაშორისო სასამართლო; გ) მითითებას, რომ პირს აქვს გასაჩივრებისა და დაცვით სარგებლობის უფლება. 3. თუ სისხლისსამართლებრივად დევნილი პირის დაპატიმრება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად არ შეიძლება, საერთაშორისო სასამართლოსთან თათბირის შემდეგ უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს ასეთი პირის მიმართ დაპატიმრების ნაცვლად გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღკვეთის სხვა ღონისძიება. 4. დაკავებისას უნდა დადგინდეს, დაპატიმრებული პირის იდენტურობა საერთაშორისო სასამართლოს თხოვნაში მითითებულ პირთან. დაპატიმრებულ პირს განემარტება მისი საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემის საფუძველი და გადაცემის გამარტივებული პროცედურა. დაპატიმრებული პირი დაიკითხება პირადი მონაცემების თაობაზე და განემარტება დაცვის უფლებით სარგებლობის შესახებ. 5. გადასაცემ პირს უფლება აქვს, დაპატიმრების შესახებ ბრძანების ასლის მიღებიდან 5 დღის ვადაში გაასაჩივროს ეს ბრძანება სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საქართველოსაქართველოს ს 2005 წლის 20 აპრილიაპრილის ს კანონი № 1418 - სსმ I , № 19 , 28.04.2005 წ., მუხ. 141 საქართველოსაქართველოს ს 2005 წლის 23 ივნისივნისი ი ს კანონი № 1737 - სსმ I , № 36 , 11.07.2005 წ., მუხ. 224 საქართველოსაქართველოს ს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი № 478 - სსმ I , № 30 , 07.11.2008 წ., მუხ. 1951
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2023.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 20/08/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება