1. პატიმრობა გადაცემის მიზნით გრძელდება გადაცემის მთელი პროცესის მანძილზე.
2. დასაბუთებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი წესით დევნილ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს შეიტანოს შუამდგომლობა პატიმრობიდან დროებით განთავისუფლების მოთხოვნით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილი ორგანო დაუყოვნებლივ ატყობინებს საერთაშორისო სასამართლოს.
3. თუ საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით გადასაცემი პირი პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის გარეშე არ დაიშვება მისი არც გათავისუფლება და არც საქართველოდან გაყვანა. ასევე აუცილებელია უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა ასეთი პირისათვის პატიმრობის პირობების ყოველგვარი შემსუბუქების, მისი ნახვისა და მისი კორესპონდენციის კონტროლისათვის.
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი № 2706 - სსმ I , № 12 , 24.03.2010 წ., მუხ. 72
საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3555 - ვებგვერდი, 18.05.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.05.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 01.05.2015 კანონი №3555
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.11.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 24. პატიმრობა გადაცემის მიზნით 1. პატიმრობა გადაცემის მიზნით გრძელდება გადაცემის მთელი პროცესის მანძილზე. 2. დასაბუთებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი წესით დევნილ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს შეიტანოს შუამდგომლობა პატიმრობიდან დროებით განთავისუფლების მოთხოვნით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილი ორგანო დაუყოვნებლივ ატყობინებს საერთაშორისო სასამართლოს. 3. თუ საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით გადასაცემი პირი პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის გარეშე არ დაიშვება მისი არც გათავისუფლება და არც საქართველოდან გაყვანა. ასევე აუცილებელია უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა ასეთი პირისათვის პატიმრობის პირობების ყოველგვარი შემსუბუქების, მისი ნახვისა და მისი კორესპონდენციის კონტროლისათვის. საქართველოსაქართველოს ს2010 20 10 წლის 9 მარტის კანონი № 2706 - სსმ I , № 12 , 24.03.2010 წ., მუხ. 72
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2023.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 20/08/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება