1. ძებნისა და დაკავების თხოვნა უნდა შეიცავდეს:
ა) ზუსტ მონაცემებს იმ პირის შესახებ, ვის მიმართაც შემოვიდა თხოვნა, ასევე მითითებას პირის სავარაუდო ადგილსამყოფლის თაობაზე;
ბ) საქმის გარემოებების მოკლე აღწერას, ასევე ქმედების ჩადენის დროისა და ადგილის მითითებას;
გ) მითითებას, რომლის თანახმადაც, პირის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული დაპატიმრების ბრძანება ან განაჩენი;
დ) მითითებას, რომ პირის დაკავების შემთხვევაში, გადაცემის შესახებ თხოვნა დამატებით იქნება წარდგენილი.
2. უფლებამოსილი ორგანო თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს პირის ძებნის, დაკავებისა და ჩხრეკის ღონისძიებათა განხორციელებას.
3. დაკავებისას უნდა მოხდეს იმ საგნების ამოღება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა, რომლებიც შესაძლებელია საერთაშორისო სასამართლოში პროცესის დროს მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული.
4. დაკავების და მტკიცებულებათა ამოღების შესახებ ეცნობება უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც ამის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს საერთაშორისო სასამართლოს და მისგან მოითხოვს გადაცემის შესახებ თხოვნის დაუყოვნებლივ გადმოგზავნას.
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №478 - სსმ I , № 30 , 07.11.2008 წ., მუხ. 1
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.08.2003).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.11.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 22. თხოვნა ძებნისა და დაკავების თაობაზე. მტკიცებულებათა დაცვის უზრუნველყოფა 1. ძებნისა და დაკავების თხოვნა უნდა შეიცავდეს: ა) ზუსტ მონაცემებს იმ პირის შესახებ, ვის მიმართაც შემოვიდა თხოვნა, ასევე მითითებას პირის სავარაუდო ადგილსამყოფლის თაობაზე; ბ) საქმის გარემოებების მოკლე აღწერას, ასევე ქმედების ჩადენის დროისა და ადგილის მითითებას; გ) მითითებას, რომლის თანახმადაც, პირის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული დაპატიმრების ბრძანება ან განაჩენი; დ) მითითებას, რომ პირის დაკავების შემთხვევაში, გადაცემის შესახებ თხოვნა დამატებით იქნება წარდგენილი. 2. უფლებამოსილი ორგანო თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს პირის ძებნის, დაკავებისა და ჩხრეკის ღონისძიებათა განხორციელებას. 3. დაკავებისას უნდა მოხდეს იმ საგნების ამოღება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა, რომლებიც შესაძლებელია საერთაშორისო სასამართლოში პროცესის დროს მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული. 4. დაკავების და მტკიცებულებათა ამოღების შესახებ ეცნობება უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც ამის თაობაზე დაუყოვნებლივ ატყობინებს საერთაშორისო სასამართლოს და მისგან მოითხოვს გადაცემის შესახებ თხოვნის დაუყოვნებლივ გადმოგზავნას. საქართველოსაქართველოს ს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №№478 478 - სსმ I , № 30 , 07.11.2008 წ., მუხ. 1951
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2023.
გამოქვეყნება: სსმ, 26, 20/08/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება