განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს;
ი) (ამოღებულია - 16.10.2025, №984).
საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.
საქართველოს
წლის
27 მარტის
კანონი №
5925
–
ვებგვერდი, 1
.0
.201
წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2634– ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 27
აპრილის კანონი
№
5011
- ვებგვერდი, 13.05.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 24
ივნისის კანონი
№5576
- ვებგვერდი, 12.07.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 22
დეკემბრის კანონი
№200
- ვებგვერდი, 29.12.2016წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2992 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №954 – ვებგვერდი, 05.09.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის კანონი №984 – ვებგვერდი, 17.10.2025
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1890)
- საქმე №2კ-45-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 06.08.2026
მოცემულ ვითარებაში, ნორმათა შესაბამისობაში მოსაყვანად, მისთვის დამატებით მითითება, სასამართლოს არამართლზომიერად მიაჩნია, მით უმეტეს, რომ ახალ კანონს არ გაუუქმებია ან შეუმსუბუქებია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ( საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად). 11. მოცემული საქმის პირობებში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, რომელსაც ეფუძნება ხსენებული ამნისტიის კანონი, იგი უნდა გავრცელდეს კ.
- საქმე №8აგ.-2026 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.08.2026
ტ–ას საკასაციო საჩივარში ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ზ1 ქვეპუნქტზე, რაც წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის უზუსტობას, ვინაიდან დ. ც–ის შუამდგომლობაში არაერთხელ და ხაზგასმითაა მითითებული, რომ…
- საქმე №2აგ.-2026 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.07.2026
შესაბამისად, კასატორის მტკიცებით, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 14 იანვრის განჩინება და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადაისინჯოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 მაისის განაჩენი.
- საქმე №6აგ.-2026 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2026
ჩ-ემ, რომელიც ითხოვს, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ პუნქტის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 24 თებერვლის განჩინების გაუქმებას და ახლად გამოვლენილ გარემოებათა შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას.
- საქმე №5აგ.-2026 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.07.2026
საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებული საფუძვლების არსებობისას. განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებული ზ.
- საქმე №9აგ.-2026 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.06.2026
- საქმე №1აგ.-2026 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.06.2026
- საქმე №4აგ.-2026 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.05.2026
- საქმე №2კ-939აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.04.2026
- საქმე №32აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2026
- საქმე №3აგ.-2026 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.04.2026
- საქმე №30აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.03.2026
- საქმე №2კ-922აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.03.2026
- საქმე №26აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.03.2026
- საქმე №ბს-982(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.03.2026
- საქმე №28აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.03.2026
- საქმე №29აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.03.2026
- საქმე №23აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2026
- საქმე №24აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2026
- საქმე №27აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.02.2026
- საქმე №2კ-712აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.01.2026
- საქმე №25აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.01.2026
- საქმე №22აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.01.2026
- საქმე №17აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.11.2025
- საქმე №20აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.11.2025
- საქმე №18აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.10.2025
- საქმე №21აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.10.2025
- საქმე №ბს-1281(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.08.2025
- საქმე №13აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.08.2025
- საქმე №3აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2025
- საქმე №2აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2025
- საქმე №11აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.07.2025
- საქმე №8აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.07.2025
- საქმე №1აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2025
- საქმე №14აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.06.2025
- საქმე №6აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.06.2025
- საქმე №5აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.06.2025
- საქმე №16აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.05.2025
- საქმე №40აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.05.2025
- საქმე №12აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.04.2025
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 1890-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.