დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010142225702236527
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №21აგ-25 8 ოქტომბერი, 2025 წელი
რ. რ., №21აგ-25 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. რ–ის საკასაციო საჩივარი ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 ივნისის განაჩენით, რ. რ–ი (დაბადების თარიღი: ....) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 20 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, რ. რ–ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 38 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი.
მსჯავრდებულ რ. რ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2009 წლის 16 სექტემბრიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განაჩენით, ცვლილება შევიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში:
რ. რ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 20 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, რ. რ–ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 38 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი.
მსჯავრდებულ რ. რ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2009 წლის 16 სექტემბრიდან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ რ. რ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ლ. გ–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. მსჯავრდებულ რ. რ–ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 28 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის განჩინებით, მსჯავრდებულ რ. რ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განაჩენით, რ. რ–ის შუამდგომლობა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 აპრილის განჩინება დარჩა უცვლელად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 13 იანვრის განაჩენით, მსჯავრდებულ რ. რ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 დეკემბრის №1/ბ-1169-10 განაჩენსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის N13521-13 განჩინებაში შევიდა ცვლილება.
მსჯავრდებულ რ. რ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 23 წლით, 1 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ რ. რ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო – 2009 წლის 16 სექტემბრიდან.
2022 წლის 12 აპრილის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ რ. რ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 75 დღე.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
9. 2025 წლის 9 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა რ. რ–მა, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა და მისთვის სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით სასჯელის დანიშვნა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განჩინებით, მსჯავრდებულ რ. რ–ის შუამდგომლობა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
11. 2025 წლის 24 ივნისს, მსჯავრდებულმა რ. რ–მა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება. კასატორის პოზიციით, მის მიმართ საბოლოდ მოსახდელი სასჯელი უნდა დაინიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში გაწერილია საფუძვლები, რა შემთხვევაშიც ხდება ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა.
3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, 2013 წლის 17 აპრილის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე ზოგადად შემსუბუქდა კანონი, თუმცა ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას სასამართლოს მიეცა შესაძლებლობა ინდივიდუალურად, საქმის გარემოებების გათვალისწინებით დაენიშნა საბოლოო სასჯელი, კერძოდ: უფრო მკაცრ სასჯელს ეშთანთქა ნაკლებად მკაცრი ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეეკრიბა.
4. მოცემულ შემთხვევაში, რაც შეეხება რ. რ–ის მიმართ განაჩენის გადასინჯვას საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის განაჩენით, უკვე ნამსჯელია რ. რ–ის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრის თაობაზე. რის გამოც, დაცვის მხარის აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად.
5. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 ივნისის განაჩენით რ. რ–ის მიმართ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების სიმძიმის და ინსტენსივობის გათვალისწინებით, მიზანშეუწონლია, მის მიმართ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, შთანთქმის ანდა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენება.
6. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. რ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
მამუკა ვასაძე