1. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობა წერილობით შეაქვთ სააპელაციო სასამართლოში განსჯადობის მიხედვით.
2. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების უფლება აქვს პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის კანონიერ მემკვიდრეს ან/და მის ადვოკატს.
21. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დასაყენებლად მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის კანონიერ მემკვიდრეს ან/და მის ადვოკატს უფლება აქვს, უფასოდ მიიღოს იმ სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებებისა და მასალების დამოწმებული ასლები, რომელზედაც მიღებულია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ.
3. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი და მტკიცებულებები.
4. შუამდგომლობის დაყენება არ აჩერებს განაჩენის აღსრულებას.
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
საქართველოს 2016 წლის 24
ივნისის კანონი
№5576
- ვებგვერდი, 12.07.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 24.06.2016 კანონი №5576
- 14.06.2013 კანონი №741
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(16)
- საქმე №3აგ.-2026 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.04.2026
…წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე. 3. საქართველოს სსსკ-ის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების უფლება აქვს პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის კანონიერ მემკვიდრეს ან/და მის ადვოკატს.
- საქმე №28აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.03.2026
…წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე. 3. საქართველოს სსსკ-ის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების უფლება აქვს პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის კანონიერ მემკვიდრეს ან/და მის ადვოკატს.
- საქმე №1აგ.-2024 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.04.2024
მართალია, ის არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლში მითითებულ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების უფლების…
- საქმე №38აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.12.2022
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის წარდგენის უფლება აქვს პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის კანონიერ მემკვიდრეს ან/და მის ადვოკატს.
- საქმე №19აგ.-2022 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.07.2022
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის…
- საქმე №18აგ.-2021 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.06.2021
- საქმე №85აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.06.2021
- საქმე №118აგ.-2017 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.04.2018
- საქმე №148აგ.-2016 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.12.2016
- საქმე №480აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.11.2015
- საქმე №38აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.10.2015
- საქმე №2აგ.-2015 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.07.2015
- საქმე №91აგ.-2014 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.04.2015
- საქმე №116აგ.-2012 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.01.2013
- საქმე №1აგ.-2012 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.01.2012
- საქმე №26საზ.-2010 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.12.2010
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება