ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლების მიუხედავად, პირი ვალდებულია მისცეს ჩვენება, თუ:
ა) საჭიროა დადასტურდეს გარიგება, რომლის დადებისას იგი მიწვეული იყო მოწმედ;
ბ) გასარკვევია ოჯახის წევრის დაბადების, დაქორწინების ან გარდაცვალების საკითხები;
გ) ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობების დამყარებისას იგი მოქმედებდა, როგორც ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ას-638-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2025
…დევნის დაწყებას, ან მიაყენებს მას ქონებრივ ზიანს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ დადასტურდა, რომ გ.ბ–ძე მოქმედებდა როგორც პირველი მოპასუხის წარმომადგენელი, სასამართლომ არ გამოიყენა სსსკ-ის 143-ე მუხლი და გ.ბ–ძის მოწმედ დაკითხვაზე განაცხადა უარი. 26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
- საქმე №ბს-1060-9(ა-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.12.2020
კ-ი მიცემულ იქნა ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში სსსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 381-ე მუხლით (2004 წლის რედაქცია). ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 ივნისის განაჩენით გ.
- საქმე №ას-763-722-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.09.2015
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 143-ე მუხლი ითვალისწინებდა იმ შემთხვევებს, რა დროსაც მოწმე ვერ იყენებდა ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებას, კერძოდ, თუკი მან უნდა დაადასტუროს გარიგების დადების ფაქტი, რომლის დადებისას იგი მიწვეული იყო მოწმედ.
- საქმე №ას-872-830-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2014
მით უმეტეს ასეთი უარის შემთხვევაშიც, ეს პირები მაინც ვალდებული არიან, მისცენ ჩვენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 143-ე მუხლის მოთხოვნათა არსებობისას. ამდენად, კასატორის პრეტენზია ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.
- საქმე №ას-1162-1182-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.10.2011
კ-ე არის გაუწონასწორებელი პიროვნება, იგი მსჯავრდებულ იქნა დანაშაულისათვის გათვალისწინებული სსსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა” და,,გ” ქვეპუნქტებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა’’ ქვეპუნქტითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ბ” ქვეპუნქტით. დანიშნული სასაჯელიდან ერთი წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით.
- საქმე №ას-395-735-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.11.2005
- საქმე №330210119002909259 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.12.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება