1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გამოკითხვა/დაკითხვა უნდა განხორციელდეს შეზღუდვის შესაბამისი კორექტივების გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მის მიერ პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილის როლის ეფექტიანი განხორციელება.
2. ყრუს და სმენადაქვეითებულის გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმნის (სურდოთარჯიმნის) მონაწილეობით. თუ გამოსაკითხი/დასაკითხი პირი ყრუა, მისთვის შეკითხვების დასმა შეიძლება წერილობით, ხოლო თუ იგი მუნჯია, მას შეუძლია შეკითხვებს პასუხები წერილობით გასცეს.
3. მძიმედ დაავადებულის გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება ექიმის ნებართვით და, საჭიროების შემთხვევაში, მისი დასწრებით.
საქართველოს 2015 წლის 18
დეკემბრის კანონი
№4677
- ვებგვერდი, 29.12.2015წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6842 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 14.07.2020 კანონი №6842
- 18.12.2015 კანონი №4677
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.12.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 117. ყრუ-მუნჯის და მძიმედ დაავადებულის გამოკითხვა/დაკითხვა 1. ყრუ-მუნჯის გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება შესაბამისი ცოდნის მქონე თარჯიმნის მონაწილეობით. თუ გამოსაკითხი/დასაკითხი პირი ყრუა, მისთვის შეკითხვების დასმა შეიძლება წერილობით, ხოლო თუ იგი მუნჯია, მას შეუძლია შეკითხვებს პასუხები წერილობით გასცეს. 2. მძიმედ დაავადებულის გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება ექიმის ნებართვით და საჭიროების შემთხვევაში მისი დასწრებით. [მუხლი 117. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან/და მძიმედ დაავადებულის გამოკითხვა/დაკითხვა 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გამოკითხვა/დაკითხვა უნდა განხორციელდეს შეზღუდვის შესაბამისი კორექტივების გათვალისწინებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მის მიერ პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილის როლის ეფექტიანი განხორციელება. 2. ყრუს და სმენადაქვეითებულის გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება ჟესტური ენის მცოდნე თარჯიმნის (სურდოთარჯიმნის) მონაწილეობით. თუ გამოსაკითხი/დასაკითხი პირი ყრუა, მისთვის შეკითხვების დასმა შეიძლება წერილობით, ხოლო თუ იგი მუნჯია, მას შეუძლია შეკითხვებს პასუხები წერილობით გასცეს. 3. მძიმედ დაავადებულის გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება ექიმის ნებართვით და, საჭიროების შემთხვევაში, მისი დასწრებით. (ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან)]
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №2კ-929აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.09.2024
შ–მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
- საქმე №2კ-420აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.10.2020
ხ-ას ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში: · 2019 წლის 19 მაისს, საღამოს საათებში, რ-ში, შ-ას გამზ.
- საქმე №330100118002318989 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.12.2019
პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა და შეთანხმებული მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ბ-–-- ხ----------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი). შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა…
- საქმე №120100118002300508 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.05.2018
სამართლებრივი შეფასება: ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ბ---------–------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117, 118, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წიანასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით.
- საქმე №060100120003477754 · სამტრედიის რაიონული სასამართლო · 05.03.2020
ზემოაღნიშნული არასადავო მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვა------ ბუ--ის მიერ განხორციელებული ქმედებით - განზრახ, ფიზიკური ძალის გამოყენებით მეუღლე ნა----–- ბუ--ეზე იძალადა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. 7. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად,,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“.
- საქმე №330100119003262167 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 28.11.2019
- საქმე №340100119002824827 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 28.11.2019
- საქმე №080100119003023745 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 13.09.2019
- საქმე №330100119003093659 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.08.2019
- საქმე №330100119003087046 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 23.07.2019
- საქმე №060100119002937943 · სამტრედიის რაიონული სასამართლო · 30.04.2019
- საქმე №060100119002888123 · სამტრედიის რაიონული სასამართლო · 28.03.2019
- საქმე №330100119002861801 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.03.2019
- საქმე №820100119002817140 · ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო · 12.03.2019
- საქმე №330100118002647495 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 15.10.2018
- საქმე №330100118002569980 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 10.09.2018
- საქმე №120100118002533946 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 08.08.2018
- საქმე №330100118002532643 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 26.07.2018
- საქმე №340100118002502498 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 13.07.2018
- საქმე №060100118002360357 · სამტრედიის რაიონული სასამართლო · 11.04.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება