1. გამოძიების სტადიაზე პროკურორს უფლება აქვს, სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებისათვის გამოყოს სისხლის სამართლის საქმე.
2. სასამართლოში სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებისათვის სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა ხდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით.
თავი XV
საგამოძიებო მოქმედებე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.11.2011 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 110. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა 1. გამოძიების სტადიაზე პროკურორს უფლება აქვს, სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებისათვის გამოყოს სისხლის სამართლის საქმე. 2. სასამართლოში სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებისათვის სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა ხდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. თავი XV.XV საგამოძიებო მოქმედებებიმოქმედებე
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №010332219900025449 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 11.10.2019
რაც შეეხება საქმის წარმოების ცალკე გამოყოფის საკითხს,სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებისათვის სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა ხდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით.
- საქმე №330100118002396934 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.12.2018
2017 წლის 8 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლო საოქმო განჩინების თანახმად ბრალდებულების დ----- ს---–-–---–ის და დ----- მ------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის N1/1----18 (საქმე N------------) საქმიდან საქართველოს სსსკ-ის 93- 94-ე და 110-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ დ----- მ------–--ის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით და გადაეცა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება