1. გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იღებს პროკურორი დადგენილებით. ამ დადგენილების ასლს პროკურორი უგზავნის დაზარალებულს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე პროკურორი ვალდებულია დაზარალებულს შეატყობინოს ამის შესახებ და შეადგინოს ოქმი ამ კოდექსის 56-ე მუხლის 51 ნაწილით დადგენილი წესით.
11. დაზარალებულს უფლება აქვს, გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობა, იმავე კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაული ან დანაშაული, რომელიც, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს პროკურატურის ქვემდებარეა. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი საჩივარს არ დააკმაყოფილებს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. სასამართლოს განჩინება გამოაქვს 15 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება ბრალდებულს, მის ადვოკატს და დაზარალებულს.
3. თუ სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წყდება, პროკურორი ვალდებულია მიმართოს განსჯადობის მიხედვით შესაბამის სასამართლოს ამ კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შუამდგომლობით.
[
4. პირს, რომლის მიმართაც არ დაწყებულა ან შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით, და მის ადვოკატს შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა ეცნობოთ 1 კვირის ვადაში. მათ უფლება აქვთ, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივრონ გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს განჩინება გამოაქვს 5 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)]
საქართველოს 2014
წლის 24
ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2014
წლის 26
ივლისის კანონი №2539 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 21
ივლისის
კანონი №
3276
–
ვებგვერდი, 09.08.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5026 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.
საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება №1/5/1355,1389 – ვებგვერდი, 31.07.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №697 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1263 – ვებგვერდი, 25.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 8-ჯერ.
- 17.12.2025 კანონი №1263
- 24.06.2025 კანონი №697
- 30.12.2021 კანონი №1314
- 20.09.2019 კანონი №5026
- 08.05.2019 კანონი №4604
- 21.07.2018 კანონი №3276
- 26.07.2014 კანონი №2539
- 24.07.2014 კანონი №2518
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 106. გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება 1. გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იღებს პროკურორი დადგენილებით. ამ დადგენილების ასლს პროკურორი უგზავნის დაზარალებულს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე პროკურორი ვალდებულია დაზარალებულს შეატყობინოს ამის შესახებ და შეადგინოს ოქმი ამ კოდექსის 56-ე მუხლის 51 ნაწილით დადგენილი წესით. 11. დაზარალებულს უფლება აქვს, გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობა, იმავე კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაული ან დანაშაული, რომელიც, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს პროკურატურის ქვემდებარეა. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი საჩივარს არ დააკმაყოფილებს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. სასამართლოს განჩინება გამოაქვს 15 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება ბრალდებულს, მის ადვოკატს და დაზარალებულს. 3. თუ სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წყდება, პროკურორი ვალდებულია მიმართოს განსჯადობის მიხედვით შესაბამის სასამართლოს ამ კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შუამდგომლობით. [ 4. პირს, რომლის მიმართაც არ დაწყებულა ან შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით, და მის ადვოკატს შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა ეცნობოთ 1 კვირის ვადაში. მათ უფლება აქვთ, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივრონ გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს განჩინება გამოაქვს 5 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება №1/5/1355,1389 – ვებგვერდი, 31.07.2023წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №2კ-1084აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2024
ამის საფუძველზე და საქართველოს სსსკ-ის 33-ე, 81-ე, 105-ე, 106-ე და 191-ე მუხლების შესაბამისად, ბრალდების მხარემ იშუამდგომლა პ. ს-ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, სასამართლომ კი, ნაცვლად ამისა, განმარტა, რომ…
- საქმე №ბს-902(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2023
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის თაობაზე 2018 წლის 16 აპრილის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე მუხლით და გამოძიება შეწყდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და 106-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ სადავო ხელშეკრულების სიყალბე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადასტურებული არ არის.
- საქმე №ბს-1084(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2023
…საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში შესაფასებელია მ. ო-ეის მიერ ჩადენილი დარღვევის სიმძიმე, რაც საბოლოოდ მისი სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი გახდა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106.1 მუხლის თანახმად, გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი დადგენილებით, რომელიც ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ეცნობება ბრალდებულს, მის ადვოკატს და დაზარალებულს.
- საქმე №030310117001990382 · ფოთის საქალაქო სასამართლო · 28.01.2020
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ?????????? ??/?? ????????????????????
- საქმე №330100118002518330 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 09.08.2018
…მე-2 ნაწილის,,ბ‘‘ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა უნდა შეწყდეს, თუ პირი დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, რაც დადასტურებულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით. საქართველოს სსსკ-ის 106-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წყდება, პროკურორი ვალდებულია მიმართოს განსჯადობის მიხედვით შესაბამის სასამართლოს ამ კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შუამდგომლობით.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება