1. როდესაც არსებობს ამ კოდექსით დადგენილი საფუძველი, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლო მხარის შუამდგომლობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამასთანავე, სასამართლო აუქმებს გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, აგრეთვე წყვეტს ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხს.
2. თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, სასამართლო მხარის შუამდგომლობით შეწყვეტს მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას. ამასთანავე, საქმის განმხილველი მოსამართლე ვალდებულია „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განჩინებით გადაწყვიტოს ამ პირისთვის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების საკითხი. ეს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით.
21. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე განჩინებით განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადას. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 წელს. ვადის განსაზღვრისას გაითვალისწინება ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა და ბრალდებულის საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკის ხარისხი, რომელთა შეფასებაც მოცემულია ბრალდებულის შერაცხადობის თაობაზე სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაში. ამასთანავე, განჩინებაში მიეთითება, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა შეიძლება შეწყდეს დადგენილ ვადაზე ადრე, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრისთანავე, თუ მათი აღმოფხვრა დადასტურდება იმავე კანონით დადგენილი წესით.
3. თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.
(191-ე მუხლის მე-3 ნაწილი ძალადაკარგულად იქნა ცნობილი) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება №3/4/1543 – ვებგვერდი, 16.07.2024წ.
31. თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხაობის გამო პროცესუუნარო გახდა, სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში განსაზღვრავს მსჯავრდებულის შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში გამოჯანმრთელებამდე მოთავსებას, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა საერთო წესით გრძელდება.
32. თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა და ამის გამო პროცესუუნარო გახდა, სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოსამართლე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მკურნალობის ჩატარების მიზნით საქმის არსებით განხილვას არ იწყებს 3 თვე ან აჩერებს 3 თვით.
33. მოსამართლე ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებულ შუამდგომლობას წყვეტს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე. აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლეს დასაბუთებული განჩინება გამოაქვს. სასამართლო ამ განჩინებას უგზავნის მხარეებს, აგრეთვე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაა გამოყენებული. აღნიშნულ განჩინებაში მოსამართლე ასევე უთითებს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოსათავსებელი პირის სახელსა და გვარს, მის საპროცესო მდგომარეობას, აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულების დასახელებას, რომელშიც ეს პირი თავსდება.
34. მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება ერთჯერადად, გამოტანიდან 48 საათში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან არაუგვიანეს 48 საათისა, ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინება დაუყოვნებლივ ეგზავნება მხარეებსა და გასაჩივრებული განჩინების გამომტან მოსამართლეს.
35. სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყება/განახლდება, თუ „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად გამოტანილი დასკვნის საფუძველზე (შეფასების შედეგად) დადგინდება, რომ ბრალდებული ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოტანილ განჩინებაში მითითებულ ვადაში პროცესუნარიანი გახდა, ან გასულია ამ მუხლის 33 ნაწილით გათვალისწინებულ განჩინებაში მითითებული ვადა.
4. თუ დადგინდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია, ფსიქიკური აშლილობის ნიშნები აღენიშნება, მისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი წყდება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და პენიტენციური კოდექსის შესაბამისად. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელების შემთხვევაში მის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2014
წლის 26
ივლისის კანონი №2539 - ვებგვერდი, 06.08.2014წ.
საქართველოს 2015 წლის
1 მაისის
კანონი №3528 - ვებგვერდი, 18.05.2015წ.
საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6363 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3998 - ვებგვერდი, 26.12.2023წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება №3/4/1543 – ვებგვერდი, 16.07.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1339 – ვებგვერდი, 23.12.2025
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(81)
- საქმე №2კ-128აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.07.2026
საკასაციო სასამართლო, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ ადვოკატის პრეტენზიასთან დაკავშირებით, ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად, როდესაც არსებობს ამ კოდექსით დადგენილი საფუძველი, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლო მხარის შუამდგომლობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას;
- საქმე №2კ-100აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.07.2026
…დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მ. ჯ-ს, განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2019 წლის 10 ივლისიდან. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულმა მ. ჯ-მა დანიშნული სასჯელი უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში – შპს „აკად.
- საქმე №2კ-237აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.06.2026
…რაიონული სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 5000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ს-ს დანიშნული სასჯელის მოხდა განესაზღვრა შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი) მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს საერთო წესით.
- საქმე №2კ-10აპ.-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.03.2026
საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის N3/4/1543 გადაწყვეტილებას საქმეზე: „თელავის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის…
- საქმე №29აგ.-2025 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.03.2026
…მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა – უვადო თავისუფლების აღკვეთა; 1.2. ა. გ–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2023 წლის 3 აპრილიდან; 1.3. საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ა. გ–ს სასჯელის მოხდა განესაზღვრა (არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული დახმარება) შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში – შპს „.....
- საქმე №2კ-430აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.09.2025
- საქმე №2კ-1091აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.04.2025
- საქმე №2კ-1167აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.02.2025
- საქმე №2კ-971აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.12.2024
- საქმე №2კ-663აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.11.2024
- საქმე №2კ-332აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.07.2024
- საქმე №2კ-167აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.07.2024
- საქმე №2კ-248აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.05.2024
- საქმე №2კ-935აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.02.2024
- საქმე №2კ-1084აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2024
- საქმე №2კ-660აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.10.2023
- საქმე №2კ-729აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.10.2023
- საქმე №2კ-311აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.09.2023
- საქმე №2კ-514აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.09.2023
- საქმე №2კ-227აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.05.2023
- საქმე №2კ-61აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.03.2023
- საქმე №2კ-879აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.02.2023
- საქმე №2კ-682აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.11.2022
- საქმე №2კ-789აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2022
- საქმე №2კ-951აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 10.11.2022
- საქმე №2კ-178აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.05.2022
- საქმე №2კ-234აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.03.2022
- საქმე №2კ-456აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.11.2021
- საქმე №2კ-715აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.02.2021
- საქმე №41აგ.-2020 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.11.2020
- საქმე №2კ-382აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.10.2020
- საქმე №2კ-826აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.04.2020
- საქმე №2კ-734აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.05.2019
- საქმე №2კ-581აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.03.2019
- საქმე №2კ-549აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.03.2019
- საქმე №2კ-468აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 16.01.2019
- საქმე №2კ-437აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.12.2018
- საქმე №2კ-279აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 07.11.2018
- საქმე №2კ-45აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.06.2018
- საქმე №2კ-473აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.01.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 81-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.