1. საერთო სასამართლოების მოსამართლის მიმართ დისციპლინურ დევნას ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი საფუძვლით აღძრავს:
ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედ რაიონის (ქალაქის) სასამართლოთა მოსამართლეების მიმართ.
2. საერთო სასამართლოების მოსამართლის მიმართ დისციპლინურ დევნას ამ დებულების მე-2-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მოსამართლის მიერ საქმის განხილვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევის გამო აღძრავს:
ა) საქართველოს იუსტიციის საბჭო – საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედ რაიონის (ქალაქის) სასამართლოთა მოსამართლეების მიმართ, გარდა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეებისა
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 09.05.2000
მუხლი 5. დისციპლინური დევნის აღძვრის უფლება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 29. სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრის ვალდებულება
- მუხლი 33. ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრა
- მუხლი 26. დისციპლინური დევნის აღძვრა
- მუხლი 80. გადაცემისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე ურთიერთობის წესი
- მუხლი 108. სისხლისსამართლებრივი დევნის ან დასჯის შეზღუდვა სხვა სამართალდარღვევებისთვის
- მუხლი 107. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ განჩინების გასაჩივრება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. დებულების მიზანი და დანიშნულება
- მუხლი 2. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი და დისციპლინური გადაცდომის სახეები
- მუხლი 4. დისციპლინური სამართალწარმოების ვადები
- მუხლი 6. დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების პროცესუალური საფუძველი
- მუხლი 7. დისციპლინური დევნის აღძვრის საფუძვლიანობის წინასწარი შემოწმება
- მუხლი 8. დისციპლინური დევნის აღძვრა და სადისციპლინო კომისიის შექმნა
- მუხლი 10. დისციპლინური საქმის გამოკვლევა
- მუხლი 11. სადისციპლინო კომისიის დასკვნა
- მუხლი 12. იუსტიციის საბჭოში დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების წესი
- მუხლი 13. სადისციპლინო კომისიის დასკვნის შედეგები დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემა ან დისციპლინური დევნის შეწყვეტა
- მუხლი 14. საქმის განხილვისა და თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განხორციელებისაგან მოსამართლის ჩამოცილების აკრძალვა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 09.05.2000. გამოქვეყნება: სსმ, 42, 11/05/2000.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ დროებითი დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 5, №182, 09.05.2000, სარეგისტრაციო კოდი 110.050.010.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 09.05.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/113860/muxli-5/