ადვოკატის მიმართ დისციპლინურ დევნას აღძრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია, რომელიც ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ ან ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან 2 თვის ვადაში.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.05.2018 კანონი №2266
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 33. ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრა ადვოკატის მიმართ დისციპლინურ დევნას აღძრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია.კომისია, ეთიკისრომელიც კომისიაადვოკატის ინფორმაციისმიმართ შემოსვლიდანდისციპლინური 1დევნის თვისაღძვრის ვადაშიშესახებ იღებსან გადაწყვეტილებასადვოკატის დევნისმიმართ აღძვრისდისციპლინური ან დევნის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან 2 თვის ვადაში.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-1086-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
…გადაწყვეტილებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, კომისიამ იხელმძღვანელა ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის 34.1“ა“ მუხლით, ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულების 33-ე, 35-ე მუხლებით და დისციპლინურ საქმეზე N097/18 ადვოკატ ნ.გ–ძის მიმართ დადგინდა დისციპლინური გადაცდომა, დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმად განისაზღვრა გაფრთხილება.
- საქმე №ბს-257-257(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.10.2018
ამასთან, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის თანახმად, ადვოკატის მიმართ დისციპლინურ დევნას აღძრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია, რომელიც…
- საქმე №330310115001002360 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 18.10.2018
ამასთან, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის თანახმად, ადვოკატის მიმართ დისციპლინურ დევნას აღძრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია, რომელიც…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადვოკატთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 22, 06/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება