1. ადვოკატი არ შეიძლება არჩეულ იქნეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრად, თუ:
ა) შეუსრულებელი აქვს სასამართლო წესით დაკისრებული ქონებრივი ვალდებულება;
ბ) ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში;
გ) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში დადებული ჰქონდა დისციპლინური სახდელი ან უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა ასოციაციის წევრობა.
2. ასოციაციის თავმჯდომარის ანდა აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრის ზედიზედ არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.06.2001).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 30. აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრად ადვოკატის არჩევის შეზღუდვა 1. ადვოკატი არ შეიძლება არჩეულ იქნეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრად, თუ: ა) შეუსრულებელი აქვს სასამართლო წესით დაკისრებული ქონებრივი ვალდებულება; ბ) ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში; გ) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში დადებული ჰქონდა დისციპლინური სახდელი ან უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა ასოციაციის წევრობა. 2. ასოციაციის თავმჯდომარის ანდა აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრის ზედიზედ არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.200519.01.2005წ., წ., მუხ.55მუხ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-663(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
…დ. გ-ი, ს. კ-ი, ლ. კ-ე, შ. მ-ე, პ. მ-ი, მ. რ-ე, თ. ქ-ე და ლ. ჭ-ე, დარეგისტრირდნენ კანდიდატებად (განისაზღვრა მათი შეყვანა საარჩევნო ბიულეტენში); ბ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდების 131 მუხლის 131.3 პუნქტისა და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სხდომაზე წარდგენილი აღმასრულებელი საბჭოს წევრობის მსურველს - მ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადვოკატთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 22, 06/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება