1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია შედგება 15 წევრისგან, რომელთაგან არანაკლებ 12 წევრი ადვოკატია. ეთიკის კომისიის წევრებს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით.
2. ეთიკის კომისიის წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას მიიღებენ.
3. ეთიკის კომისიის ადვოკატი წევრი უნდა იყოს 30 წელს მიღწეული პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება.
4. ეთიკის კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად, ამ კანონის შესაბამისად და პროფესიული ეთიკის ნორმების საფუძველზე.
5. ეთიკის კომისია თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 2 წლის ვადით ირჩევს ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც იმავდროულად უნდა იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. პირი ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
6. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება ეთიკის კომისიის წევრებთან ერთად ირჩევს ეთიკის კომისიის არაუმეტეს 6 სათადარიგო წევრს.
7. ეთიკის კომისიის სათადარიგო წევრებად აირჩევიან ეთიკის კომისიის წევრობის საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატები, რომლებმაც სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა მიიღეს, მაგრამ ვერ მოხვდნენ ეთიკის კომისიის შემადგენლობაში.
8. ეთიკის კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილს იკავებს სიაში რიგით მომდევნო სათადარიგო წევრი.
9. თუ ეთიკის კომისიის წევრის სათადარიგო წევრით ჩანაცვლება შეუძლებელია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება ამ მუხლით დადგენილი წესით ირჩევს ეთიკის კომისიის ახალ წევრს.
10. ეთიკის კომისია ამოწმებს ადვოკატის შესახებ შემოსულ ინფორმაციას, სწავლობს მის საფუძვლიანობას და წყვეტს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს.
11. ანონიმური წერილი და შეტყობინება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.
12. ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული დებულებით.
13. ეთიკის კომისია უფლებამოსილია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე სახელმწიფო ორგანოსგან ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისგან კანონით დადგენილი წესით გამოითხოვოს განსახილველ დისციპლინურ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები, გამოჰკითხოს შესაბამისი ფიზიკური პირები და შეასრულოს უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებელი სხვა მოქმედებები. სახელმწიფო ორგანომ და კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ინფორმაციისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტების გაცემაზე უარი უნდა დაასაბუთონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
14. ეთიკის კომისიას გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით.
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.55
საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.280
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.05.2018 კანონი №2266
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია 1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია შედგება 15 წევრისაგან,წევრისგან, რომელთაგან არანაკლებ 12 წევრი ადვოკატია. ეთიკის კომისიის წევრებს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით. 2. ეთიკის კომისიის წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას.ხმას მიიღებენ. 3. ეთიკის კომისიის ადვოკატი წევრი უნდა იყოს 30 წელს მიღწეული პირიპირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილებით.გამოცდილება. 4. ეთიკის კომისია დამოუკიდებელია და თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად, ამ კანონის შესაბამისად და პროფესიული ეთიკის ნორმების საფუძველზე. 5. ეთიკის კომისია თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 2 წლის ვადით ირჩევს ეთიკის კომისიის წევრისთავმჯდომარეს, ხელახლარომელიც არჩევაიმავდროულად უნდა იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. პირი ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ერთხელ.ორჯერ. 6. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება ეთიკის კომისიაკომისიის თავისიწევრებთან შემადგენლობიდანერთად ფარულიირჩევს კენჭისყრით,ეთიკის 4კომისიის წლისარაუმეტეს ვადით,6 სიითისათადარიგო შემადგენლობისწევრს. უმრავლესობით7. ირჩევსეთიკის კომისიის თავმჯდომარეს,სათადარიგო რომელიცწევრებად იმავდროულადაირჩევიან უნდაეთიკის იყოსკომისიის წევრობის საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატები, რომლებმაც სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა მიიღეს, მაგრამ ვერ მოხვდნენ ეთიკის კომისიის შემადგენლობაში. 8. ეთიკის კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილს იკავებს სიაში რიგით მომდევნო სათადარიგო წევრი. 9. თუ ეთიკის კომისიის წევრის სათადარიგო წევრით ჩანაცვლება შეუძლებელია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.საერთო 7.კრება ამ მუხლით დადგენილი წესით ირჩევს ეთიკის კომისიის ახალ წევრს. 10. ეთიკის კომისია ამოწმებს ადვოკატზეადვოკატის შესახებ შემოსულ ინფორმაციას, სწავლობს მის საფუძვლიანობას და წყვეტს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს. 8.11. ანონიმური წერილებიწერილი და შეტყობინებებიშეტყობინება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას. 9.12. ადვოკატთაადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული დებულებით. 13. ეთიკის კომისია უფლებამოსილია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე სახელმწიფო ორგანოსგან ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისგან კანონით დადგენილი წესით გამოითხოვოს განსახილველ დისციპლინურ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები, გამოჰკითხოს შესაბამისი ფიზიკური პირები და შეასრულოს უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისათვის აუცილებელი სხვა მოქმედებები. სახელმწიფო ორგანომ და კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ინფორმაციისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტების გაცემაზე უარი უნდა დაასაბუთონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 14. ეთიკის კომისიას გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სახელით. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.200519.01.2005წ., წ., მუხ.55 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.200901.12.2009წ., წ., მუხ.280
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-1086-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
ეთიკის კომისია პროფესიული გაერთიანებისა და საზოგადოების წინაშე დაკისრებული პროფესიული და ზნეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, „ამოწმებს ადვოკატის შესახებ შემოსულ ინფორმაციას, სწავლობს მის საფუძვლიანობას და წყვეტს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს ( „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-10 პუნქტი). საჩივარი თავისი არსით ნიშნავს, რომ მასში მითითებული ფაქტები არის სადავო და ამ ფაქტების გამოკვლევის პროცესი, ადვოკატისთვის შეკითხვების დასმა არ უნდა შეფასდეს მისი პატივისა და ღირსების შელახვად ან/და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად.
- საქმე №010332219900023113 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 27.06.2019
სადისციპლინო პალატა მიუთითებს „ადვოკატთა შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის მე-13 პუნქტზე, რომლის თანახმად, „ეთიკის კომისია უფლებამოსილია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე სახელმწიფო ორგანოსგან ან/და კერძო…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადვოკატთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 22, 06/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება