1.
პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) დამსაქმებელთან, დამსაქმებელთა გაერთიანებასთან (კავშირთან, ასოციაციასთან), საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობები რეგულირდება სოციალური პარტნიორობის საფუძველზე მათ შორის დადებული კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, სხვა სოციალურ პარტნიორებთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს მშრომელთა სადაზღვევო შენატანების ხარჯზე შექმნილი სახელმწიფო ფონდების (კომპანიების) მართვაში.
3.
პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებთან (კავშირებთან, ასოციაციებთან) და სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ერთობლივი ღონისძიებები მისი საწესდებო ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
4. საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში არსებული მშრომელთა წარმომადგენლობითი (არჩევითი) ორგანო არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროფესიული კავშირის კანონიერი საქმიანობის შესაზღუდავად.
5. სახელმწიფო ხელს უწყობს პროფესიულ კავშირს მისი წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებაში.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6870- ვებგვერდი, 28.07.2020წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6870
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (14.12.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. პროფესიული კავშირის დამსაქმებელთან, დამსაქმებელთა გაერთიანებასთან (კავშირთან, ასოციაციასთან), საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებთან და სხვა წარმომადგენლობით ორგანოებთან ურთიერთობები 1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) დამსაქმებელთან, დამსაქმებელთა გაერთიანებასთან (კავშირთან, ასოციაციასთან), საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან და ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობები რეგულირდება სოციალური პარტნიორობის საფუძველზე მათ შორის დადებული კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, სხვა სოციალურ პარტნიორებთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს მშრომელთა სადაზღვევო შენატანების ხარჯზე შექმნილი სახელმწიფო ფონდების (კომპანიების) მართვაში. 3. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებთან, დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებთან (კავშირებთან, ასოციაციებთან) და სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ერთობლივი ღონისძიებები მისი საწესდებო ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 4. საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში არსებული მშრომელთა წარმომადგენლობითი (არჩევითი) ორგანო არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროფესიული კავშირის კანონიერი საქმიანობის შესაზღუდავად. 5. სახელმწიფო ხელს უწყობს პროფესიულ კავშირს მისი წესდებით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებაში. თავი III. პროფესიული კავშირის უფლებათა გარანტიები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროფესიული კავშირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2020.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 14/12/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება