1. ადვოკატთა ასოციაციაში ამ კანონით განსაზღვრულ ფუნქციათა შესასრულებლად იქმნება:
ა) აღმასრულებელი საბჭო;
ბ) ეთიკის კომისია;
გ) სარევიზიო კომისია.
2. ადვოკატთა ასოციაცია უფლებამოსილია თავისი ფუნქციების შესასრულებლად შექმნას სხვა სტრუქტურული დანაყოფებიც, რომელთა საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება შესაბამის დანაყოფთა დებულებებით. თითოეულ დანაყოფს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
3. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან იქმნება ადვოკატთა სასწავლო ცენტრი, რომელიც ახორციელებს ადვოკატთა პროფესიულ გადამზადებას. ადვოკატთა სასწავლო ცენტრის საქმიანობის წესი განისაზღვრება ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.06.2001).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა 1. ადვოკატთა ასოციაციაში ამ კანონით განსაზღვრულ ფუნქციათა შესასრულებლად იქმნება: ა) აღმასრულებელი საბჭო; ბ) ეთიკის კომისია; გ) სარევიზიო კომისია. 2. ადვოკატთა ასოციაცია უფლებამოსილია თავისი ფუნქციების შესასრულებლად შექმნას სხვა სტრუქტურული დანაყოფებიც, რომელთა საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება შესაბამის დანაყოფთა დებულებებით. თითოეულ დანაყოფს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 3. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან იქმნება ადვოკატთა სასწავლო ცენტრი, რომელიც ახორციელებს ადვოკატთა პროფესიულ გადამზადებას. ადვოკატთა სასწავლო ცენტრის საქმიანობის წესი განისაზღვრება ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით. საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.200901.12.2009წ., წ., მუხ.280მუხ.2
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-663(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
…თავისუფლდება ადვოკატთა ასოციაციის საწევრო გადასახადის გადახდისგან და ეკრძალება ასოციაციის საქმიანობაში მონაწილეობა. პირს, რომელსაც შეჩერებული აქვს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა, ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადვოკატთა ასოციაციაში აღმასრულებელი საბჭო იქმნება ამ კანონით განსაზღვრულ ფუნქციათა შესასრულებლად.
- საქმე №ბს-565-558(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2016
…რომელიც შეიცავს ამონაწერს ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 24.03.15წ. სხდომის ოქმიდან, თავად ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 24.03.15წ. საოქმო გადაწყვეტილებაზე და მიუთითა, რომ აღნიშნული დოკუმენტები შინაარსობრივად იდენტურია. ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის 23.1 მუხლის,,ა“ ქვეპუნქტის, 26.7 მუხლის,,ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ პირის გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერი ვალდებულება გააჩნია მხოლოდ ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადვოკატთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 22, 06/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება