1. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის პირი ვალდებულია დადოს შემდეგი ფიცი: „ვფიცავ, ვიყო სამართლიანობის იდეების ერთგული, კეთილსინდისიერად და პირნათლად შევასრულო ადვოკატის მოვალეობები, დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები!“.
2. თუ პირი თავისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე უარს ამბობს ფიცის დადებაზე, იგი ფიცის ნაცვლად წერს განცხადებას, რომლითაც ადასტურებს, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებს ამ კანონით დადგენილ ადვოკატის მოვალეობებს.
3. ფიცის (განცხადების) ტექსტს ხელს აწერს პირი და იგი ინახება მის პირად საქმეში.
4. ფიცის დადების (განცხადების დაწერის) შემდეგ პირი იძენს ადვოკატის სტატუსს და იღებს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობას, რომლითაც იგი ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას.
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.55
საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.06.2001).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 211211. . ადვოკატის ფიცი 1. ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის პირი ვალდებულია დადოს შემდეგი ფიცი: „ვფიცავ, ვიყო სამართლიანობის იდეების ერთგული, კეთილსინდისიერად და პირნათლად შევასრულო ადვოკატის მოვალეობები, დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები!“. 2. თუ პირი თავისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე უარს ამბობს ფიცის დადებაზე, იგი ფიცის ნაცვლად წერს განცხადებას, რომლითაც ადასტურებს, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებს ამ კანონით დადგენილ ადვოკატის მოვალეობებს. 3. ფიცის (განცხადების) ტექსტს ხელს აწერს პირი და იგი ინახება მის პირად საქმეში. 4. ფიცის დადების (განცხადების დაწერის) შემდეგ პირი იძენს ადვოკატის სტატუსს და იღებს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობას, რომლითაც იგი ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.55 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.280მუხ.2
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადვოკატთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 22, 06/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება