თავი IV — ადვოკატის სტაჟიორი. ადვოკატის თანაშემწე
1. ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულმა პირმა, რომელსაც სურს გაიაროს სტაჟირება იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას უნდა მიმართოს განცხადებით. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის შესახებ. ადვოკატის სტაჟიორი შეირჩევა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამით განსაზღვრული წესით. მისი შერჩევის დროს გარანტირებულია ადვოკატობის მსურველის მიერ სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის თავისუფლად არჩევის უფლება.
2. საადვოკატო სტაჟირების პერიოდი ითვლება შრომის საერთო სტაჟსა და პროფესიული საქმიანობის სტაჟში.
3. ადვოკატის სტაჟიორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ შემთხვევებში სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის დავალებით ახორციელებს მის უფლებამოსილებებს.
4. ადვოკატის სტაჟიორი არ შეიძლება დაიკითხოს მოწმედ იმ საკითხზე, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში. ადვოკატის სტაჟიორზე ვრცელდება ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5029 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ. 236
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.05.2018 კანონი №2266
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. ადვოკატის სტაჟიორი 1. ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულმა პირმა, რომელსაც სურს გაიაროს სტაჟირება იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას უნდა მიმართოს განცხადებით. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის შესახებ. ადვოკატის სტაჟიორი შეირჩევა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამით განსაზღვრული წესით. მისი შერჩევის დროს გარანტირებულია ადვოკატობის მსურველის მიერ სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის თავისუფლად არჩევის უფლება. 2. საადვოკატო სტაჟირების პერიოდი ითვლება შრომის საერთო სტაჟსა და პროფესიული საქმიანობის სტაჟში. 3. ადვოკატის სტაჟიორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ შემთხვევებში სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის დავალებით ახორციელებს მის უფლებამოსილებებს. 4. ადვოკატის სტაჟიორი არ შეიძლება დაიკითხოს მოწმედ იმ საკითხზე, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში. ადვოკატის სტაჟიორზე ვრცელდება ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები. საქართველოს 2002007 7 წლის 22 ივნისის კანონი №№5029 5029 - სსმ I, №№26, 2611.07.2007წ., ,მუხ. 11 .0 7 .2007 წ ., მუხ . 236
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადვოკატთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 22, 06/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება