1. ადვოკატი ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება და არ დაამყაროს ისეთი ურთიერთობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის კლიენტის ინტერესებს, ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას ან დამოუკიდებლობას.
2. ადვოკატს უფლება არა აქვს შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, თუ იმავე საქმეზე უკვე განახორციელა საადვოკატო საქმიანობა მეორე მხარის სასარგებლოდ.
3. დაუშვებელია ადვოკატის მიერ პროფესიული ფუნქციების შესრულება იმ საქმეზე, რომელზედაც მან უკვე განახორციელა მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, მედიატორის, არბიტრის, აღმასრულებლის, მოსამართლის თანაშემწის, სასამართლო სხდომის მდივნის, თარჯიმნის, დამსწრის, მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტის, საჯარო მოსამსახურის ან ნოტარიუსის სტატუსით და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.05.2018 კანონი №2266
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 8. ინტერესთა შეუთავსებლობა 1. ადვოკატი ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება და არ დაამყაროს ისეთი ურთიერთობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის კლიენტის ინტერესებს, ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას ან დამოუკიდებლობას. 2. ადვოკატს უფლება არა აქვს შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, თუ იმავე საქმეზე უკვე განახორციელა საადვოკატო საქმიანობა მეორე მხარის სასარგებლოდ. 3. დაუშვებელია ადვოკატის მიერ პროფესიული ფუნქციების შესრულება იმ საქმეზე, რომელზედაც მან უკვე განახორციელა მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, მომკვლევის,მედიატორის, არბიტრის, აღმასრულებლის, მოსამართლის თანაშემწის, სასამართლო სხდომის მდივნის, თარჯიმნის, დამსწრის, მოწმის, ექსპერტის, სპეციალისტის, საჯარო მოსამსახურის ან ნოტარიუსის სტატუსით და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №ას-1105-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2023
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 4-ე და 8-ე ნაწილებს, კეძოდ, ადვოკატების სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო სამართლის და სისხლის სამართლის დარგებში.
- საქმე №ას-405-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2021
პალატამ განმარტა შემდეგი: „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ადვოკატი ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება და არ დაამყაროს ისეთი ურთიერთობა,…
- საქმე №ას-29-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2021
ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ადვოკატს (მოპასუხეს) გაფრთხილება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 8.1 მუხლის, აპეკ-ის მე-2.1, მე-8.8 და მე-8.15 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის გამო მიეცა.
- საქმე №ას-190-179-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2018
ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ ადვოკატის მიერ დარღვეულია შემდეგი მუხლები: ა) „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით ადვოკატი ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება და არ დაამყაროს ისეთი ურთიერთობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის კლიენტის ინტერესებს, ადვოკატის პროფესიულ საქმიანობას ან დამოუკიდებლობას;
- საქმე №010332219900025446 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 03.10.2019
ასევე, ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის შესაბამისად, ადვოკატმა კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად უნდა მისცეს რჩევა კლიენტს და განახორციელოს წარმომადგენლობა.
- საქმე №330210114666547 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 30.04.2018
- საქმე №010332218900013289 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 17.04.2018
- საქმე №330210114666547 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.12.2019
- საქმე №190210119002894692 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 24.07.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადვოკატთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 22, 06/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება