1. ადვოკატს უფლება აქვს:
ა) წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტი, მისი უფლებები და თავისუფლებები საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ბ) კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა ფაქტობრივი მონაცემები;
გ) დაუბრკოლებლად, ნებისმიერ დროს და კონტროლის გარეშე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირისპირ შეხვდეს დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის ადგილებში მოთავსებულ პირს, იქონიოს მასთან მიმოწერა;
გ1) პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება;
დ) ისარგებლოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
2. ადვოკატის საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №771- ვებგვერდი, 25.05.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.05.2017 კანონი №771
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 4. ადვოკატის უფლებები 1. ადვოკატს უფლება აქვს: ა) წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტი, მისი უფლებები და თავისუფლებები საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ბ) კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა ფაქტობრივი მონაცემები; გ) დაუბრკოლებლად, ნებისმიერ დროს და კონტროლის გარეშე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირისპირ შეხვდეს დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის ადგილებში მოთავსებულ პირს, იქონიოს მასთან მიმოწერა; გგ1) 1) პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება; დ) ისარგებლოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 2. ადვოკატის საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(13)
- საქმე №ბს-1130(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2026
…საქმიანობა მოიცავს კლიენტის წარმომადგენლობას სასამართლოში, გამოძიების ორგანოებში და სხვა სამართლებრივ ურთიერთობებში, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებასა და კლიენტის სახელით წარდგენას, ასევე სხვა სახის იურიდიულ დახმარებას. ამავე კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, ადვოკატს უფლება აქვს წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტის ინტერესები ყველა ინსტანციის სასამართლოში და ისარგებლოს საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებით.
- საქმე №ას-911-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.09.2024
…სპეციალიზაციის მქონე ადვოკატია (სიითი № 2541). 17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 18. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადვოკატს უფლება აქვს წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტი, მისი უფლებები და თავისუფლებები საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
- საქმე №ას-1262-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.01.2023
…სპეციალიზაციის მქონე ადვოკატია (სიითი №1630). 21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 22. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადვოკატს უფლება აქვს წარმოადგინოს და დაიცვას კლიენტი, მისი უფლებები და თავისუფლებები საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
- საქმე №ას-108-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2022
ზემო ხსენებული კანონის მე-4 მუხლი განსაზღვრავს ადვოკატის უფლებებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადვოკატს უფლება აქვს წარმოადგინოს და…
- საქმე №ას-78-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.06.2021
ზემო ხსენებული კანონის მე-4 მუხლი განსაზღვრავს ადვოკატის უფლებებს, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადვოკატს უფლება აქვს წარმოადგინოს და…
- საქმე №ას-1399-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.07.2019
- საქმე №ას-677-644-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2015
- საქმე №ას-1082-1013-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2012
- საქმე №ას-127-124-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.09.2012
- საქმე №ას-1614-1608-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2012
- საქმე №ას-47-45-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2012
- საქმე №ბს-569-564(2კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2012
- საქმე №330310116001337165 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადვოკატთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 22, 06/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება