1. ადვოკატი ვალდებულია:
ა) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება, გასული დროის მიუხედავად;
ბ) კლიენტის თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნოს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ან/და მის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაცია); ამასთანავე, არ გაამჟღავნოს კლიენტის ვინაობა, თუ ეს კლიენტმა წინასწარ წერილობით მოითხოვა.
11. ადვოკატი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარიგების თაობაზე ანგარიშგების ფორმას აგზავნის იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მისი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრულ პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპს.
2. ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დარღვევა იწვევს ამ კანონით და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
3. ადვოკატს შეუძლია გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია მხოლოდ:
ა) კლიენტის თანხმობით;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ინფორმაციის გამოყენება წარმომადგენლობის ან დაცვის პროცესში აუცილებელია კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე და თუ მისი გამჟღავნება კლიენტს ადვოკატისთვის წინასწარ არ აუკრძალავს;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია ადვოკატის მიერ მისთვის წაყენებული ბრალდებისგან ან მოთხოვნისგან თავის დასაცავად ან მის მიერ მიუღებელი ჰონორარის თაობაზე სასამართლო დავის არსებობისას.
საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1639 - ვებგვერდი, 10.12.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5235 – ვებგვერდი, 30.10.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.10.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 30.10.2019 კანონი №5235
- 04.05.2018 კანონი №2266
- 27.11.2013 კანონი №1639
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. პროფესიული საიდუმლოება 1. ადვოკატი ვალდებულია: ა) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება, გასული დროის მიუხედავად; ბ) კლიენტის თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნოს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ან/და მის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაცია); ამასთანავე, არ გაამჟღავნოს კლიენტის ვინაობა, თუ ეს კლიენტმა წინასწარ წერილობით მოითხოვა. 11. ადვოკატი „უკანონო„ფულის შემოსავლისგათეთრებისა ლეგალიზაციისდა ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებთაობაზე ანგარიშგების ფორმას აგზავნის იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშგებისეს ფორმის გაგზავნა არ ეწინააღმდეგება მისი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებულიგანსაზღვრულ პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპს. 2. ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დარღვევა იწვევს ამ კანონით და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 3. ადვოკატს შეუძლია გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია მხოლოდ: ა) კლიენტის თანხმობით; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ინფორმაციის გამოყენება წარმომადგენლობის ან დაცვის პროცესში აუცილებელია კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე და თუ მისი გამჟღავნება კლიენტს ადვოკატისთვის წინასწარ არ აუკრძალავს; გ) იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია ადვოკატის მიერ მისთვის წაყენებული ბრალდებისგან ან მოთხოვნისგან თავის დასაცავად ან მის მიერ მიუღებელი ჰონორარის თაობაზე სასამართლო დავის არსებობისას.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №330310116001337165 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.10.2018
…რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დაცვა. ამავე კანონის მე-5 მუხლი კი განსაზღვრავს ადვოკატის მოვალეობებს, რომელთა შორის ადვოკატის ვალდებულებას წარმოადგენს დაიცვას პროფესიული საიდუმლოება. ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი განსაზღვრავს პროფესიული საიდუმლოების დაცვის წესს, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადვოკატი ვალდებულია: ა) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება, გასული დროის მიუხედავად;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადვოკატთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 22, 06/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება