1. ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც:
ა) აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ამ კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის/პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა;
გ) გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამა, რომელიც 1-წლიანია და შედგება თეორიული ნაწილისა და სტაჟირებისაგან.
2. ადვოკატი არ შეიძლება იყოს განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.
ადვოკატი არ შეიძლება იმავდროულად იყოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება.
4. პირს, რომელსაც აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მოსამართლედ ან/და პროკურორად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მოეთხოვება მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამის 3-თვიანი თეორიული ნაწილის გავლა.
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ. 55
საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5029 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ. 236
საქართველოს 2011 წლის 13 სექტემბრის კანონი №5036 - ვებგვერდი, 23.09.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4347 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №127 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3797 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2222 – ვებგვერდი, 15.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 30.11.2022 კანონი №2222
- 30.11.2018 კანონი №3797
- 04.05.2018 კანონი №2266
- 21.12.2016 კანონი №127
- 27.10.2015 კანონი №4347
- 13.09.2011 კანონი №5036
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (18.10.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. მოთხოვნები ადვოკატისადმი 1. ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც: ა) აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ამ კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის/პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა; გ) გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამა, რომელიც 1-წლიანია და შედგება თეორიული ნაწილისა და სტაჟირებისაგან. 2. ადვოკატი არ შეიძლება იყოს განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ადვოკატი არ შეიძლება იმავდროულად იყოს „საჯარო„კორუფციის დაწესებულებაშიწინააღმდეგ ინტერესთაბრძოლის შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი ან სხვა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება. 4. პირს, რომელსაც აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მოსამართლედ ან/და პროკურორად მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მოეთხოვება მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამის 3-თვიანი თეორიული ნაწილის გავლა. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ. 55 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5029 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ. 236
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(20)
- საქმე №ას-1086-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
…ყოფილხარ, ვიდრე მეგონე“. 5.10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ნ.გ–ძის მიერ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-9 მუხლის მეოთხე ნაწილისა და მე-10 მუხლის მეოთხე ნაწილის დარღვევის ფაქტი, არ დაეთანხმა საჩივრის ავტორის მოსაზრებას და გადაწყვეტილების გაუქმების მითითებულ საფუძვლებს.
- საქმე №ბს-663(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ადვოკატს წევრობა აღუდგება შესაბამისი განცხადების შეტანის ანდა ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ან ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში. მითითებული კანონის მე-5 პუნქტის თანახმად კი, პირს, რომელსაც შეჩერებული აქვს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა, ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება.
- საქმე №ბს-813(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2022
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2020 წლის 8 სექტემბრის სადავო გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი, რომელიც აწესებს აუცილებელ მოთხოვნებს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების მსურველი პირისათვის.
- საქმე №ბს-565-558(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2016
…პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება (08.11.05წ. – 09.01.15წ.წ.), მინიჭებული აქვს იუსტიციის უმცროსი მრჩევლის (30.12.05წ.) და იუსტიციის მრჩევლის (25.12.09წ.) სპეციალური წოდებები, საბჭოს აზრით არ არის ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-10 მუხლით დაწესებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველი, რადგანაც კანონის 11.11 მუხლის თანახმად ადვოკატთა ტესტირების (ან მასთან გათანაბრებული გამოცდის) ჩაბარებიდან პირი ადვოკატთა ასოციაციაში 7 წლის განმავლობაში უნდა გაწევრიანებულიყო.
- საქმე №ბს-443-436(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2015
გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველს წარმოადგენს ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომელიც ადგენს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისათვის აუცილებელ წინაპირობებს და ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტი, რომლითაც დადგენილია ადვოკატთა სერტიფიკატის მოქმედების ვადა.
- საქმე №ბს-69-67(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2014
- საქმე №ას-1084-1113-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.08.2011
- საქმე №010332219900023113 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 27.06.2019
- საქმე №330310019002881374 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.10.2019
- საქმე №330310019002955383 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.06.2019
- საქმე №330310019002879096 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.05.2019
- საქმე №330310019002952560 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.05.2019
- საქმე №330310019002924813 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.05.2019
- საქმე №330310019002881374 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.05.2019
- საქმე №330310018002590416 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.12.2018
- საქმე №330310018002596849 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.12.2018
- საქმე №330310018002580453 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №330310018002570461 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №330310018002570904 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.11.2018
- საქმე №330310018002570810 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადვოკატთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 22, 06/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება