ადვოკატი ვალდებულია:
ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები;
ბ) ზუსტად და განუხრელად დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები;
გ) არ შელახოს სასამართლოს და პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებები;
დ) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება;
ე) შეასრულოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობები და ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში კლიენტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ;
ვ) შეასრულოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამის მოთხოვნები;
ზ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარიგების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უზრუნველყოფს შესაბამისი ცნობის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის აღნიშნული კანონითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმითა და წესით წარდგენას.
საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ. 280
საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1639 - ვებგვერდი, 10.12.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5235 – ვებგვერდი, 30.10.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.10.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 30.10.2019 კანონი №5235
- 04.05.2018 კანონი №2266
- 27.11.2013 კანონი №1639
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5. ადვოკატის მოვალეობები ადვოკატი ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები; ბ) ზუსტად და განუხრელად დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები; გ) არ შელახოს სასამართლოს და პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებები; დ) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება; ე) შეასრულოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობები და ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში კლიენტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ; ვ) შეასრულოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამის მოთხოვნები; ზ) „უკანონო„ფულის შემოსავლისგათეთრებისა ლეგალიზაციისდა ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარიგების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას,ასოციაციას. რომელიცსაქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უზრუნველყოფს შესაბამისი ცნობის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის აღნიშნული კანონითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმითა და წესით წარდგენას. საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №№2040 2040 - სსმ I, №№38, 3801.12.2009წ., ,მუხ. 01 . 12 .200 9 წ ., მუხ . 280
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(17)
- საქმე №ას-1103-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2026
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლით, „იურიდიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 1.1, 1.2, 1.3, 1.4 მუხლებით და განმარტა, რომ იურიდიული…
- საქმე №ას-1422-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
…მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას სამოქალაქო სამართლის საქმეზე სასამართლოში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას. იმავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, რაც საკასაციო სასამართლოს განმარტებით, უპირველეს ყოველისა,…
- საქმე №ას-1382-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.01.2025
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, რაც, საკასაციო…
- საქმე №ას-1350-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2024
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადვოკატი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები, რაც, საკასაციო…
- საქმე №ბს-622-622(ს-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2018
შ-ას მიერ არ იქნა შესრულებული მისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაკისრებული „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების თაობაზე (იხ.
- საქმე №ას-835-801-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2016
- საქმე №ას-1331-1369-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.02.2015
- საქმე №ბს-69-67(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2014
- საქმე №ს-07 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2008
- საქმე №010370019900027929 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 03.02.2020
- საქმე №010370019900027930 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 03.02.2020
- საქმე №010332219900025446 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 03.10.2019
- საქმე №010332219900022449 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 24.06.2019
- საქმე №010332218900016826 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 15.10.2018
- საქმე №010332218900013289 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 17.04.2018
- საქმე №330210016001532040 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.12.2018
- საქმე №330310116001337165 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადვოკატთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 22, 06/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება