საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29. 09.2010წ., მუხ. 3
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.06.2001).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2. საადვოკატო საქმიანობა საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი); კლიენტის წარმომადგენლობას საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში; მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და კლიენტის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას; ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რომელიც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას. საქართველოს 202010 10 წლის 24 სექტემბრის კანონი №№3619 3619 - სსმ I, №№51, 5129. ,09.2010წ., 29მუხ. . 09 .20 10 წ ., მუხ . 3323
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(15)
- საქმე №ბს-1130(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2026
…ხანდაზმულად, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც საადვოკატო საქმიანობის შინაარსს, ისე მისი განხორციელების საფუძვლებს განსაზღვრავს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 1.1 და მე-2 მუხლებიდან გამომდინარეობს, რომ საადვოკატო საქმიანობა მოიცავს კლიენტის წარმომადგენლობას სასამართლოში, გამოძიების ორგანოებში და სხვა სამართლებრივ ურთიერთობებში, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებასა და კლიენტის სახელით წარდგენას, ასევე სხვა სახის იურიდიულ დახმარებას.
- საქმე №ბს-663(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
კასატორი თვლის, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის დანაწესი ვერ იქნება „იმპერატიული ხასიათის“, თუ ობიექტური მოცემულობის გათვალისწინებით, არ შეესაბამება ამავე კანონის მიზნებს და წინააღმდეგობაშია „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ და მე-2 მუხლებთან, რომელიც ითვალისწინებს ადვოკატის პროფესიულ თავისუფლებასთან დაკავშირებულ დათქმებს. კანდიდატ მ. ჭ-ეის საადვოკატო საქმიანობის შეზღუდვის ფაქტების საქმეში…
- საქმე №ას-1461-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.09.2025
…დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე) და 710.1 (მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში) მუხლები. 6. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის დანაწესით, საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი);
- საქმე №ას-108-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2022
…დადგენილი წესით. 11. საქართველოში საადვოკატო საქმიანობის განხორციელების წესსა და პირობებს განსაზღვრავს „ადვოკატთა შესახებ“ კანონი. მითითებული კანონის 1.1 მუხლის მიხედვით, საქართველოში საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ადვოკატი. ამავე კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი);
- საქმე №ას-1169-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.08.2021
საკასაციო სასამართლო „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლს მოიხმობს, რომლის საფუძველზე განმარტებულია, რომ საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: „ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი);
- საქმე №ას-966-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.07.2021
- საქმე №ას-78-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.06.2021
- საქმე №ბს-622-622(ს-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2018
- საქმე №ას-798-763-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2015
- საქმე №ას-472-446-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2015
- საქმე №ას-677-644-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2015
- საქმე №ბს-69-67(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2014
- საქმე №ას-1614-1608-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2012
- საქმე №ბს-569-564(2კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2012
- საქმე №330210018002596417 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 12.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადვოკატთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 22, 06/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება