საადვოკატო საქმიანობის პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) სამართლის უზენაესობა და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელება;
გ) პროფესიული კომპეტენტურობა;
დ) ადვოკატის კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა;
ე) საადვოკატო საქმიანობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა;
ვ) ადვოკატთა თანასწორობა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობა;
ზ) საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობა;
თ) ადვოკატის მიერ კლიენტის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა და დაცვა;
ი) ადვოკატის მიერ დაცვის უფლების განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
კ) ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დაცვა;
ლ) ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.05.2018 კანონი №2266
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3. საადვოკატო საქმიანობის პრინციპები საადვოკატო საქმიანობის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) სამართლის უზენაესობა და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელება; გ) პროფესიული კომპეტენტურობა; დ) ადვოკატის კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა; ე) საადვოკატო საქმიანობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა; გ)ვ) ადვოკატთა თანასწორობა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობა; დ)ზ) საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობა; ე)თ) ადვოკატის მიერ კლიენტის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა და დაცვა; ვ)ი) ადვოკატის მიერ დაცვის უფლების განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ზ)კ) ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დაცვა; თ)ლ) ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა. თავი II ადვოკატის ზოგადი უფლებები და მოვალეობები
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №ბს-512(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.06.2025
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელე არის ადვოკატი, „ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, ადვოკატის კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა საადვოკატო საქმიანობის…
- საქმე №ას-1188-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2024
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულია საადვოკატო საქმიანობის პრინციპები, რომელთა შორის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დადგენილია „ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა“.
- საქმე №ას-838-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2023
საკასაციო პალატა მიუთითებს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, საადვოკატო საქმიანობის პრინციპებია: საადვოკატო საქმიანობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა („ე“ ქვეპუნქტი), საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობა („ზ“ ქვეპუნქტი).
- საქმე №ას-413-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2021
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულია საადვოკატო საქმიანობის პრინციპები, რომელთა შორის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დადგენილია „ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა“.
- საქმე №ას-29-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2021
„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“, ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულია საადვოკატო საქმიანობის პრინციპები, რომელთა შორის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დადგენილია „ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა“.
- საქმე №ბს-622-622(ს-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2018
- საქმე №ას-1161-1116-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.10.2017
- საქმე №ას-566-525-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2017
- საქმე №ბს-565-558(კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.01.2016
- საქმე №190210119002894692 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 24.07.2019
- საქმე №330310116001337165 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადვოკატთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 22, 06/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება