1. საქართველოში საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ადვოკატი.
2. ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.06.2001).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. ადვოკატი 1. საქართველოში საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ადვოკატი. 2. ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №№970 970 - სსმ I, №№6, 619.01.2005წ., , 19 .0 1 .200 5 წ ., მუხ . 55მუხ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(15)
- საქმე №ბს-1130(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2026
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც საადვოკატო საქმიანობის შინაარსს, ისე მისი განხორციელების საფუძვლებს განსაზღვრავს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 1.1 და მე-2 მუხლებიდან გამომდინარეობს, რომ საადვოკატო საქმიანობა მოიცავს კლიენტის წარმომადგენლობას სასამართლოში, გამოძიების ორგანოებში და სხვა სამართლებრივ ურთიერთობებში, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებასა და კლიენტის სახელით წარდგენას, ასევე სხვა სახის იურიდიულ დახმარებას.
- საქმე №2კ-425აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.10.2025
სასამართლო ითვალისწინებს, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად, ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.
- საქმე №ბს-663(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
…რეგისტრაციაზე. ამდენად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მ. ჭ-ეს სსიპ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად ნომინირებისას შეჩერებული ჰქონდა ასოციაციის წევრობა პირადი განცხადების საფუძველზე. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოში საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ადვოკატი.
- საქმე №ას-1188-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2024
…დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, მოპასუხის მხრიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კვალიფიციური იურიდიული მომსახურების გაწევის ფაქტზე მიუთითებენ (საქმეზე წარდგენილია სააპელაციო საჩივარი). 54. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული…
- საქმე №ას-108-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.02.2022
ამავე კოდექსის 96.3 მუხლის მიხედვით, ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 11. საქართველოში საადვოკატო საქმიანობის განხორციელების წესსა და პირობებს განსაზღვრავს „ადვოკატთა შესახებ“ კანონი. მითითებული კანონის 1.1 მუხლის მიხედვით, საქართველოში საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ადვოკატი. ამავე კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, საადვოკატო საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის მიერ იურიდიული რჩევის მიცემას იმ პირისათვის, რომელმაც მას დახმარებისათვის მიმართა (კლიენტი);
- საქმე №ას-413-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.11.2021
- საქმე №ას-78-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.06.2021
- საქმე №ას-29-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2021
- საქმე №ას-1161-1116-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.10.2017
- საქმე №ბს-294-292(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2017
- საქმე №ბს-661-646(2კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.10.2015
- საქმე №ას-677-644-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2015
- საქმე №ბს-69-67(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2014
- საქმე №ას-1614-1608-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2012
- საქმე №ბს-569-564(2კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2012
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადვოკატთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 22, 06/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება