1. ადვოკატს უფლება აქვს, საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად ინდივიდუალურად, სხვა ადვოკატებთან ან სხვა პირებთან ერთად შექმნას საადვოკატო ბიურო ამხანაგობის ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის სახით.
2. საადვოკატო ბიუროს შექმნის შესახებ ინფორმაცია მისი შექმნიდან 10 დღის ვადაში უნდა წარედგინოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს. ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს საადვოკატო ბიუროს მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, საადვოკატო ბიუროში გაერთიანებული ადვოკატის/ადვოკატების ვინაობა და სამართლის ის დარგი, რომელშიც ადვოკატი/ადვოკატები ახორციელებს/ახორციელებენ საადვოკატო საქმიანობას.
3. საადვოკატო ბიუროს ორგანიზებისა და მუშაობის წესს და სტრუქტურას განსაზღვრავს საადვოკატო ბიურო. საადვოკატო ბიუროს სახელით კლიენტთან ურთიერთობისას წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ადვოკატი.
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.55
საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.280
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.05.2018 კანონი №2266
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. საადვოკატო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა 1. ადვოკატს უფლება აქვს, საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად ინდივიდუალურად, სხვა ადვოკატებთან ან სხვა პირებთან ერთად შექმნას საადვოკატო ბიურო ამხანაგობის ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის სახით. 2. საადვოკატო ბიუროს შექმნის შესახებ ინფორმაცია მისი შექმნიდან 10 დღის ვადაში უნდა წარედგინოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს. ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს საადვოკატო ბიუროს მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი,ტელეფონი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, საადვოკატო ბიუროში გაერთიანებული ადვოკატისადვოკატის/ადვოკატების (ადვოკატების) ვინაობა და სამართლის ის დარგი, რომელშიც ადვოკატიადვოკატი/ადვოკატები (ადვოკატები)ახორციელებს/ახორციელებენ ახორციელებს (ახორციელებენ) საადვოკატო საქმიანობას. 3. საადვოკატო ბიუროს ორგანიზებისა და მუშაობის წესს და სტრუქტურას განსაზღვრავს საადვოკატო ბიურო. საადვოკატო ბიუროს სახელით კლიენტთან ურთიერთობისას წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ადვოკატი. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.200519.01.2005წ., წ., მუხ.55 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.200901.12.2009წ., წ., მუხ.280
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-629(კს-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.08.2024
…ჩაიბარა თანამშრომელმა ა. ბ-ამ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით კერძო საჩივრის ავტორის (მოსარჩელის, აპელანტის) წარმომადგენელი გ. დ-ე არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი (სიითი №...). „ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლიდან გამომდინარე საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად ადვოკატს სხვა ადვოკატებთან ერთად აქვს საადვოკატო ბიუროს შექმნის უფლება…
- საქმე №ბს-917-909(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.07.2019
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2016წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ქ. თბილისის N... საჯარო სკოლამ. კასატორმა აღნიშნა, რომ გაურკვეველია გ. ტ-ის ბიუროს სამართლებრივი ფორმა. ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლი განსაზღვრავს საადვოკატო საქმიანობის ორგანიზაციულ - სამართლებრივ ფორმებს: ადვოკატს უფლება აქვს საადვოკატო საქმიანობის…
- საქმე №ბს-918-910(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2017
ტ-ის ბიუროს სამართლებრივი ფორმა და მიუთითებს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი განსაზღვრავს საადვოკატო საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს.
- საქმე №ბს-69-67(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2014
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართვე-ლოს კანონის „ადვოკატთა შესახებ“ მე-18 მუხლით გათვალისწინებული საადვოკა-ტო საქმიანობის ორგანიზაციულ -სამართლებრივი ფორმა, ასე, მაგ.: ადვოკატს უფლება აქვს, საადვოკატო საქმიანობის…
- საქმე №330310016001220060 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 19.07.2019
…სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.09.2016წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ქ. თბილისის N--- საჯარო სკოლამ. კასატორმა აღნიშნა, რომ გაურკვეველია გ--------–---–-ს ბიუროს სამართლებრივი ფორმა. ,,ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლი განსაზღვრავს საადვოკატო საქმიანობის ორგანიზაციულ - სამართლებრივ ფორმებს: ადვოკატს უფლება აქვს საადვოკატო საქმიანობის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადვოკატთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 22, 06/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება