თავი VIII — შრომის ანაზღაურებასთან და დასაქმებულ პირთა რიცხოვნობასთან დაკავშირებული ზოგიერთი შეზღუდვა
1. საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს. ამ შეზღუდვიდან გამონაკლისი დაიშვება საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე.
3. საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 5%-ს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების წესი, აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
5. საჯარო დაწესებულების სტაჟიორთა რიცხოვნობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი. საჯარო დაწესებულების სტაჟიორთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 20%-ს.
საქართველოს 2022 წლის 8 სექტემბრის კანონი №1754 – ვებგვერდი, 21.09.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3626 – ვებგვერდი, 15.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4239 – ვებგვერდი, 13.06.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 20 თებერვლის კანონი №316 – ვებგვერდი, 21.02.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.02.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 20.02.2025 კანონი №316
- 30.05.2024 კანონი №4239
- 01.11.2023 კანონი №3626
- 08.09.2022 კანონი №1754
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.09.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 29. საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა და სტაჟიორთა რიცხოვნობის შეზღუდვა 1. საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს. ამ შეზღუდვიდან გამონაკლისი დაიშვება საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, საჯაროსაქართველოს სამართლისმთავრობის იურიდიულიადმინისტრაციის პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციების გათვალისწინებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ ვრცელდება ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე. 3. საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 5%-ს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების წესი, აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში არამუდმივი ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 5. საჯარო დაწესებულების სტაჟიორთა რიცხოვნობას განსაზღვრავს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი. საჯარო დაწესებულების სტაჟიორთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 20%-ს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-466(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2023
…იმ ტოლფას ან მისი კომპეტენციის გათვალისწინებით იმ დაბალ თანამდებობაზე, რომელზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში არსებობდა ვაკანსია, რაც შესაბამისად წარმოშობდა იმავე საჯარო დაწესებულებაში მისი მობილობის განხორციელების საფუძველს. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის 29.3 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის საფუძველზე დამხმარე…
- საქმე №ბს-179(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.02.2020
…დგინდება თანამდებობის/პოზიციის ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის #2 დანართის #2 ცხრილით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით და აისახება საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. ამავე კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების წესი, აგრეთვე საჯარო დაწესებულებაში არამუდმივი…
- საქმე №180210018002493042 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 03.12.2018
…უზრუნველყოფის მიზნით ინსტიტუციური მექანიზმების განვითარების შესახებ ინსტრუქცია’’ და,,მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირის სამუშაო აღწერილობა’’;,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის გათვალისწინებით, თეონა ყურშავიშვილს დამატებით დაეკისრა გენდერის თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირის ფუნქციები;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 29/12/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება