1. ადვოკატს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება:
ა) ამ კანონის მე-5–მე-9 მუხლებით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის;
ბ) ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის.
2. ადვოკატის მიმართ დისციპლინური წარმოება შეწყდება, თუ მის მიერ სადავო ქმედების ჩადენიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისათვის მიმართვამდე გასულია 5 წელი.
საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.280
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.05.2018 კანონი №2266
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 32. ადვოკატისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები 1. ადვოკატს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება: ა) ამ კანონის მე-5–მე-9 მუხლებით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის; ბ) ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევისათვის. 2. ადვოკატსადვოკატის არმიმართ დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა,წარმოება შეწყდება, თუ დისციპლინურიმის გადაცდომისმიერ ჩადენისსადავო დღიდანქმედების ჩადენიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისათვის მიმართვამდე გასულია 5 წელი. საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.200901.12.2009წ., წ., მუხ.280
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ს-07 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2008
…¹3039/10/07 გადაწყვეტილება, რომლითაც თ. გ-ის დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა გაფრთხილება. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ეთიკის კომისიის მითითებული გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მიღებულია “ადვოკატთა შესახებ” კანონის 6.1 და 32.1 მუხლების უხეში დარღვევით, ასევე ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-5, 8.4, მე-7 და მე-14 პუნქტების უგულებელყოფით.
- საქმე №010332218900013289 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 17.04.2018
სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ პერიოდს, მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას მნიშვნელოვანია მისი დინების დაწყების მომენტის განსაზღვრა. „ადვოკატთა შესახებ“ კანონის 32.2 მუხლი ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისად იმპერატიულად უთითებს გადაცდომის ჩადენის დღეს, გადაცდომის ჩადენიდან 5 წლის გასვლის შემდეგ დისციპლინური პასუხისმგებლობა თუნდაც ბრალეულ პირს არ დაეკისრება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადვოკატთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 22, 06/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება