1. ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს. დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, ადვოკატის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ადვოკატზე სახელმწიფო ორგანოს ან/და სხვა პირის არასათანადო ზემოქმედება, მისი დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა.
2. ადვოკატები თანასწორნი არიან კანონის წინაშე.
3. არ შეიძლება ადვოკატი დაიკითხოს მოწმედ იმ საქმეზე, რომელშიც იგი მონაწილეობდა, როგორც ადვოკატი (დამცველი ან წარმომადგენელი).
4. ადვოკატს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ განცხადებისათვის, რომელიც მან ზეპირად ან წერილობით წარუდგინა სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე.
5. (ამოღებულია).
6. კონფიდენციალურია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ადვოკატმა მიიღო კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან.
7. ადვოკატსა და კლიენტს შორის წარმოებული საუბრის მიყურადება და ჩაწერა დაუშვებელია, ხოლო მათ შორის მიმოწერა –ხელშეუხებელი.
8. ადვოკატის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე განხილულ უნდა იქნეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ განსჯადობის მიხედვით.
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.55
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1364 - სსმ I, №19, 28.04.2005წ., მუხ.136
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.05.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 04.05.2018 კანონი №2266
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 38. ადვოკატის სამართლებრივი დაცვა 1. ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად დაახორციელებს. მასშიდაუშვებელია ჩარევაადვოკატის დაუშვებელია.საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა, ადვოკატის საქმიანობისათვის ხელის შეშლა, ადვოკატზე სახელმწიფო ორგანოს ან/და სხვა პირის არასათანადო ზემოქმედება, მისი დაშინება, შევიწროება, იძულება, დევნა, მასზე ზეწოლა, მისთვის მორალური ან/და მატერიალური ზიანის მიყენება, მის მიმართ ძალადობა ან ძალადობის მუქარა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს ადვოკატის დამოუკიდებლობა. 2. ადვოკატები თანასწორნი არიან კანონის წინაშე. 3. არ შეიძლება ადვოკატი დაიკითხოს მოწმედ იმ საქმეზე, რომელშიც იგი მონაწილეობდა, როგორც ადვოკატი (დამცველი ან წარმომადგენელი). 4. ადვოკატს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ განცხადებისათვის, რომელიც მან ზეპირად ან წერილობით წარუდგინა სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოს კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე. 5. (ამოღებულია). 6. კონფიდენციალურია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ადვოკატმა მიიღო კლიენტისაგან ან იურიდიული რჩევის მიღების სხვა მსურველისაგან. 7. ადვოკატსა და კლიენტს შორის წარმოებული საუბრის მიყურადება და ჩაწერა დაუშვებელია, ხოლო მათ შორის მიმოწერა –ხელშეუხებელი. 8. ადვოკატის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე განხილულ უნდა იქნეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ განსჯადობის მიხედვით. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.200519.01.2005წ., წ., მუხ.55 საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1364 - სსმ I, №19, 28.04.200528.04.2005წ., წ., მუხ.136 თავი IX ადვოკატის მანტია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №2კ-79დად.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.05.2003
ბ-ს საჩივარი იმ საფუძვლით, რომ “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სისხლის სამართლის საქმის აღძვრის უფლებამოსილება გააჩნიათ მხოლოდ საქართველოს გენერალურ პროკურორს, მის მოადგილეებს, აფხაზეთისა და აჭარის ა/რ პროკურორებს.
- საქმე №2კ-54-I-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.12.2002
სასამართლო კოლეგიამ საქმე დამატებით გამოძიებაში დააბრუნა იმის გამო, რომ პროკურორმა დაარღვია “ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვით: “ადვოკატის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრის უფლება აქვთ საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის პროკურორებს".
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადვოკატთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 22, 06/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება