1. ადვოკატთა ასოციაციის შექმნამდე ადვოკატთა ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2. ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის არანაკლებ ნახევარს შეადგენენ საქართველოს ადვოკატთა და იურისტთა სხვა გაერთიანებების (საადვოკატო ფირმა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და ა.შ.) წარმომადგენლები.
3. ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის შექმნის წესს, ტესტირების პროგრამას, აგრეთვე ტესტირების ჩატარების წესსა და ვადებს საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
4. პირებს, რომლებსაც გავლილი არა აქვთ ადვოკატთა ტესტირება და მიღებული არა აქვთ ტესტირების გავლის დამადასტურებელი მოწმობები, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე.
საქართველოს 2003 წლის 2 ივნისის კანონი №2303 - სსმ I, №13, 02.06.2003წ., მუხ.86
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.55
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3980 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.348
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4332 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.39
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7016 – ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 კანონი №7016
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.10.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 40. ადვოკატთა ტესტირება გარდამავალ პერიოდში 1. ადვოკატთა ასოციაციის შექმნამდე ადვოკატთა ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. 2. ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის არანაკლებ ნახევარს შეადგენენ საქართველოს ადვოკატთა და იურისტთა სხვა გაერთიანებების (საადვოკატო ფირმა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და ა.შ.) წარმომადგენლები. 3. ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის შექმნის წესს, ტესტირების პროგრამას, აგრეთვე ტესტირების ჩატარების წესსა და ვადებს საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 4. პირებს, რომლებსაც გავლილი არა აქვთ ადვოკატთა ტესტირება და მიღებული არა აქვთ ტესტირების გავლის დამადასტურებელი მოწმობები, ეკრძალებათ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივიმუნიციპალიტეტის თვითმმართველობისორგანოებისა ორგანოს და ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე. საქართველოს 2003 წლის 2 ივნისის კანონი №2303 - სსმ I, №13, 02.06.2003წ., მუხ.86 საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.55 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3980 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.348 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4332 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.39
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №ბს-112(კს-26) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.05.2026
ანალოგიურ ჩანაწერს შეიცავს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი. საკასაციო პალატა განმარტავს, მითითებული ნორმის დანაწესი წარმომადგენელს, რომელსაც არ ჩაუბარებია…
- საქმე №ბს-747(კს-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.02.2026
ანალოგიურ ჩანაწერს შეიცავს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი. საკასაციო პალატა განმარტავს, მითითებული ნორმის დანაწესი წარმომადგენელს, რომელსაც არ ჩაუბარებია…
- საქმე №330310019002881374 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.10.2019
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის არანაკლებ ნახევარს შეადგენენ საქართველოს ადვოკატთა და იურისტთა სხვა გაერთიანებების (საადვოკატო ფირმა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და ა.შ.) წარმომადგენლები.
- საქმე №330310019002879096 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.05.2019
სასამართლო ასევე მიუთითებს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის არანაკლებ ნახევარს შეადგენენ საქართველოს ადვოკატთა და იურისტთა სხვა გაერთიანებების (საადვოკატო ფირმა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და ა.შ.) წარმომადგენლები.
- საქმე №330310019002881374 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.05.2019
სასამართლო ასევე მიუთითებს,,ადვოკატთა შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მეორე პუნქტზე, რომლის თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის არანაკლებ ნახევარს შეადგენენ საქართველოს ადვოკატთა და იურისტთა სხვა გაერთიანებების (საადვოკატო ფირმა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და ა.შ.) წარმომადგენლები.
- საქმე №330310018002590416 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.12.2018
- საქმე №330310018002596849 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.12.2018
- საქმე №330310018002580453 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №330310018002570461 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №330310018002570904 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.11.2018
- საქმე №330310018002570810 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.11.2018
- საქმე №330310018002447076 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადვოკატთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 22, 06/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება