1. ადვოკატის დისციპლინური სახდელის სახეებია:
ა) გაფრთხილება;
ბ) სააადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 6 თვიდან 3 წლამდე ვადით;
გ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა.
2. ადვოკატზე დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებებია:
ა) კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა;
ბ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის, სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა.
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.06.2001).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 34. ადვოკატის დისციპლინური სახდელის სახეები. ადვოკატზე დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებები 1. ადვოკატის დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) გაფრთხილება; ბ) სააადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 6 თვიდან 3 წლამდე ვადით; გ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა. 2. ადვოკატზე დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებებია: ა) კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა; ბ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის, სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.200519.01.2005წ., წ., მუხ.55მუხ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(6)
- საქმე №ბს-663(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ადვოკატს წევრობა აღუდგება შესაბამისი განცხადების შეტანის ანდა ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ან ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში.
- საქმე №010370019900027929 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 03.02.2020
ადვოკატ ზ------- თ---–--–---–ის მიმართ დისციპლინური სახდელის სახედ გამოყენებულ იქნა გაფრთხილება ( „ადვოკატთა შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი). „ადვოკატთა შესახებ“ კანონის 34-ე მუხლი ითვალისწინებს ადვოკატის მიმართ დისციპლინური სახდელის სახეებს, რომელთა შორის არის გაფრთხილება.
- საქმე №010370019900027930 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 03.02.2020
…რის გამოც გადაცდომისა და სახდელის ურთიერთშესაბამისობის დადგენის, ზოგადად, სახდელის სამართლიანობისა და კანონიერების პრინციპის გათვალისწინებით, მას უნდა დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობის უფრო მსუბუქი ზომა, ვიდრე გაფრთხილებაა. „ადვოკატთა შესახებ“ კანონის 34-ე მუხლი სრულად ჩამოთვლის ადვოკატთა მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებებს.
- საქმე №010332219900025446 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 03.10.2019
…რის გამოც გადაცდომისა და სახდელის ურთიერთშესაბამისობის დადგენის, ზოგადად სახდელის სამართლიანობისა და კანონიერების პრინციპის გათვალისწინებით, მას უნდა დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობის უფრო მსუბუქი ზომა, ვიდრე გაფრთხილებაა. „ადვოკატთა შესახებ“ კანონის 34-ე მუხლი სრულად ჩამოთვლის ადვოკატთა მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებებს.
- საქმე №010332219900022449 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 24.06.2019
…და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და წესით. ადვოკატ თ----- ჯ--------ის მიმართ ეთიკის კომისიის მიერ დისციპლინური სახდელის სახედ გამოყენებულ იქნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა. „ადვოკატთა შესახებ“ კანონის 34-ე მუხლი ითვალისწინებს ადვოკატის მიმართ დისციპლინური სახდელის სახეებს, რომელთა შორის არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა (34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი).
- საქმე №010332218900016826 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 15.10.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადვოკატთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 22, 06/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება