1. ადვოკატს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილება უწყდება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლების შეჩერების შემთხვევაში;
გ) უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალი წევრის არჩევისთანავე;
დ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შემთხვევაში.
2. თუ ადვოკატს ვადაზე ადრე უწყდება აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილება, მაშინ უახლოეს საერთო კრებაზე, უფლებამოსილების დარჩენილი ვადით აირჩევა ახალი წევრი. თუ აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრთა რაოდენობა ნახევარზე ნაკლები აღმოჩნდა, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული საერთო კრება ახალი წევრების ასარჩევად.
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.2005წ., მუხ.55
საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.280
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.06.2001).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.02.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 31. ადვოკატისთვის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა 1. ადვოკატს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილება უწყდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლების შეჩერების შემთხვევაში; გ) უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალი წევრის არჩევისთანავე; დ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შემთხვევაში. 2. თუ ადვოკატს ვადაზე ადრე უწყდება აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილება, მაშინ უახლოეს საერთო კრებაზე, უფლებამოსილების დარჩენილი ვადით აირჩევა ახალი წევრი. თუ აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრთა რაოდენობა ნახევარზე ნაკლები აღმოჩნდა, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული საერთო კრება ახალი წევრების ასარჩევად. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I, №6, 19.01.200519.01.2005წ., წ., მუხ.55 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.200901.12.2009წ., წ., მუხ.280 თავი VII ადვოკატის პასუხისმგებლობა
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-663(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2025
…ვალდებულება; ბ) ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში; გ) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში დადებული ჰქონდა დისციპლინური სახდელი ან უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში შეჩერებული ჰქონდა ასოციაციის წევრობა. ამავე კანონის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ადვოკატს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილება უწყდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ადვოკატთა შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 22, 06/07/2001.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება