მუხლი 107. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ განჩინების გასაჩივრება
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 107-ე მუხლი · სსსკ 107
თავი XIV — გამოძიების საფუძვლები
1. განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივროს პროკურორმა.
2. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. ზეპირი მოსმენის შემთხვევაში სასამართლო აცხადებს განჩინების სარეზოლუციო ნაწილს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
საქმე №2კ-227აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.05.2023
…221-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განჩინებით გადაწყვიტოს ამ პირისთვის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების საკითხი. 2.4. საქართველოს სსსკ-ის 107-ე მუხლის თანახმად, განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივროს პროკურორმა;
საქმე №2კ-789აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2022
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ სასამართლოს განჩინების გასაჩივრების სპეციალურ წესს, რომელიც მიემართება მხოლოდ პროკურორს, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივროს პროკურორმა, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდება.
საქმე №2კ-978აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.10.2022
საქართველოს სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილს,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს, თუ ვითარება შეიცვალა, ხოლო საქართველოს სსსკ-ის 107-ე მუხლის თანახმად, განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივროს პროკურორმა, საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდება.
…საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მიღებული იქნება სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 107-ე მუხლის თანახმად, განჩინება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შეიძლება გაასაჩივროს პროკურორმა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე-94-ე მუხლებით, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტით, 107-ე მუხლის პირველი ნაწილით, 191-ე-193-ე მუხლებით, 207-ე მუხლით, 280-ე მუხლით,,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ‘ ‘ საქართველოს კანონის 221-ე მუხლით და დ ა ა დ გ ი ნ ა:…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 107, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-107/