1. გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში.
2. დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეიძლება იყოს წერილობითი, ზეპირი ან სხვაგვარად დაფიქსირებული.
21. პირს, რომელიც დანაშაულის შესახებ განაცხადებს, უფლება აქვს, მიიღოს დანაშაულის შესახებ შეტყობინების დამადასტურებელი წერილობითი ცნობა.
3. დანაშაულის შესახებ ზეპირი შეტყობინების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განმცხადებელი და განცხადების მიმღები თანამდებობის პირი. გამომძიებელი უფლებამოსილია დანაშაულის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე დაიწყოს გამოძიება. დაუშვებელია პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე.
4. 14 წელს მიღწეულ განმცხადებელს ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებენ ცრუ დასმენისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.
საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
საქართველოს 2014
წლის 24
ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.07.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.07.2014 კანონი №2518
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.05.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 101. ინფორმაცია დანაშაულის შესახებ 1. გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში. 2. დანაშაულის შესახებ ინფორმაცია შეიძლება იყოს წერილობითი, ზეპირი ან სხვაგვარად დაფიქსირებული. 21. პირს, რომელიც დანაშაულის შესახებ განაცხადებს, უფლება აქვს, მიიღოს დანაშაულის შესახებ შეტყობინების დამადასტურებელი წერილობითი ცნობა. 3. დანაშაულის შესახებ ზეპირი ცნობისშეტყობინების შესახებთაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განმცხადებელი და განცხადების მიმღები თანამდებობის პირი. გამომძიებელი უფლებამოსილია დანაშაულის შესახებ ანონიმური ცნობისშეტყობინების საფუძველზე დაიწყოს გამოძიება. დაუშვებელია პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ ანონიმური ცნობისშეტყობინების საფუძველზე. 4. 14 წელს მიღწეულ განმცხადებელს ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებენ ცრუ დასმენისათვის პასუხისმგებლობის შესახებ. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3616 - სსმ I, №50, 24.09.2010 წ., მუხ.328
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(12)
- საქმე №2კ-1415აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.06.2024
…პრეტენზიასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ: 9.1. საქართველოს სსსკ-ის მე-100 მუხლის თანახმად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება; საქართველოს სსსკ-ის 101-ე მუხლის თანახმად, გამომძიებელი უფლებამოსილია დანაშაულის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე დაიწყოს გამოძიება (დაუშვებელია პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება მხოლოდ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე);
- საქმე №2კ-747აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.03.2022
ფ–მ დაარღვიეს საპროცესო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, გ. პ–მ არ შეადგინა ოქმი დანაშაულის შეტყობინების შესახებ; საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, თუ როგორ მოხვდა მისი პატაკი ბ.
- საქმე №ას-679-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2022
ჯ–ამ მოითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, წინასწარი გამოძიების დაწყება აღნიშნულ დანაშაულთა ჩადენის ფაქტზე და საქართველოს სსსკ-ს 56-ე მუხლის შესაბამისად, მისი დაზარალებულად ცნობა.
- საქმე №2კ-641აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2020
თ-ა კონკრეტულ ადგილას კონკრეტულ პოლიციელს მიაწოდეს ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის შესახებ, რაც ამ შემთხვევაში არასაკმარისია პირის ცრუ დასმენით მსჯავრდებისათვის, ვინაიდან 2017 წლის 13 ივლისს ზემოაღნიშნული პირები, როგორც დანაშაულის შესახებ განმცხადებლები, საქართველოს სსსკ-ის 101-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხელწერილის ჩამორთმევით გაფრთხილებულები არ ყოფილან ცრუ დასმენისათვის პასუხისმგებლობის თაობაზე.
- საქმე №2კ-313აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.10.2017
პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-100 და 101-ე მუხლებიდან გამომდინარე, გამომძიებელი და პროკურორი ვალდებული არიან დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყონ გამოძიება და მტკიცებულებების შეგროვება.
- საქმე №ბს-757-743(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.12.2015
- საქმე №2კ-329აპ.-12 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 09.10.2012
- საქმე №330100119002819898 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.12.2019
- საქმე №330100116001451267 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.12.2018
- საქმე №330100115784003 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.05.2018
- საქმე №190100119002926201 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 21.11.2019
- საქმე №330100118002607124 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 01.08.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება