1. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება.
2. სასამართლოს ქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივარი შეიტანება გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოში.
3. საჩივარი წერილობითი უნდა იყოს. ის უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
4. საჩივარი შეაქვთ იმდენ ეგზემპლარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საჩივრის განხილვაში მონაწილეთათვის მისი გადაცემა.
5. საჩივრის შეტანა შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
6. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, საჩივრის შეტანა შეიძლება 10 დღის ვადაში მას შემდეგ, რაც მომჩივნისათვის ცნობილი გახდა იმ ქმედების ან გადაწყვეტილების თაობაზე, რომელსაც იგი უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
7. საჩივარში უნდა აღინიშნოს, რა მოთხოვნები იქნა დარღვეული გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას და რით გამოიხატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. საჩივარს უნდა დაერთოს მასში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მასალები, მათ შორის, იმ ახალი გარემოებებისა, რომლებიც არ იყო ცნობილი გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას.
8. საჩივრის გადაწყვეტამდე მის შემტან მხარეს უფლება აქვს, გაითხოვოს იგი.
საქართველოს 2014
წლის 24
ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.07.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.07.2014 კანონი №2518
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.05.2013 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 95. საჩივრის შეტანის უფლება და წესი 1. მხარესსისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება. 2. სასამართლოს ქმედების ან გადაწყვეტილების გამო საჩივარი შეიტანება გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოში. 3. საჩივარი წერილობითი უნდა იყოს. ის უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს. 4. საჩივარი შეაქვთ იმდენ ეგზემპლარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საჩივრის განხილვაში მონაწილეთათვის მისი გადაცემა. 5. საჩივრის შეტანა შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 6. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, საჩივრის შეტანა შეიძლება 10 დღის ვადაში მას შემდეგ, რაც მომჩივნისათვის ცნობილი გახდა იმ ქმედების ან გადაწყვეტილების თაობაზე, რომელსაც იგი უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს. 7. საჩივარში უნდა აღინიშნოს, რა მოთხოვნები იქნა დარღვეული გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას და რით გამოიხატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დებულებათა მცდარობა. საჩივარს უნდა დაერთოს მასში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მასალები, მათ შორის, იმ ახალი გარემოებებისა, რომლებიც არ იყო ცნობილი გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას. 8. საჩივრის გადაწყვეტამდე მის შემტან მხარეს უფლება აქვს, გაითხოვოს იგი.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(9)
- საქმე №2კ-17-I-26 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.06.2026
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე და 98-ე მუხლებით, 209- 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ მთვარისა შველიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
- საქმე №2კ-12-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.03.2024
სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 95-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საჩივრის შეტანა შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
- საქმე №2კ-37-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.07.2023
ღ–ი უთითებს, რომ საკასაციო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ზედამხედველობა გაუწიოს,,სამივე ინსტანციის ადმინისტრაციულ სასამართლოს ქმედებას“, ასევე საქართველოს სსსკ-ის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას, როგორც სისხლს სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოს ქმედება/განკარგულება.
- საქმე №2კ-1-I-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.06.2023
სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 95-ე მუხლის პირველი ნაწილი მართალია ადგენს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის უფლებას გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება, მაგრამ მხოლოდ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
- საქმე №2კ-978აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.10.2022
სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 95-ე მუხლის პირველი ნაწილი, მართალია, ადგენს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის უფლებას, გაასაჩივროს სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის ქმედება ან გადაწყვეტილება, მაგრამ მხოლოდ საქართველოს სსსკ-ით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
- საქმე №2კ-451-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.01.2022
- საქმე №2კ-95-I-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №2კ-33-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
- საქმე №060100119003069813 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 11.11.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება