1. საპროცესო ხარჯებია:
ა) ბრალდებულის ადვოკატის მომსახურების ხარჯი;
ბ) ექსპერტის გამოცხადების და მისი საქმიანობის ანაზღაურების ხარჯი;
გ) თარჯიმნის გამოცხადების და მისი საქმიანობის ანაზღაურების ხარჯი;
დ) მოწმის გამოცხადების ხარჯი;
ე) ნივთიერი მტკიცებულების შენახვისა და გადაგზავნის ხარჯი;
ვ) ბრალდებულის ან მისი ადვოკატის შუამდგომლობით სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ხარჯი;
ზ) დაცვის მხარისათვის ბრალდების მხარის მიერ გადაცემული ინფორმაციის ასლის გადაღების ხარჯი;
თ) ნაფიც მსაჯულთა გამოცხადებისა და სასამართლო განხილვაში მონაწილეობის ხარჯი;
ი) მტკიცებულებათა მოპოვების ხარჯი.
2. ექსპერტს ან თარჯიმანს ანაზღაურება არ ეძლევა, თუ საქმიანობისათვის სახელმწიფოს მიერ დანიშნული აქვს ხელფას
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-432-429(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.02.2019
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 90-ე მუხლი ახდენს საპროცესო ხარჯების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა შორის დასახელებულია ექსპერტის, თარჯიმნის, მოწმის გამოცხადების ხარჯები და სხვ..
- საქმე №820310015001144889 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 07.02.2019
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 90-ე მუხლი ახდენს საპროცესო ხარჯების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა შორის დასახელებულია ექსპერტის, თარჯიმნის, მოწმის გამოცხადების ხარჯები და სხვ..
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება