1. თუ შუამდგომლობაში გადმოცემული მოთხოვნის შესრულება ხელს უწყობს სისხლის სამართლის პროცესის ამოცანების განხორციელებას, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თუ შუამდგომლობა მიმართულია სისხლის სამართლის პროცესის გაჭიანურებისაკენ ან მისთვის ხელის შეშლისაკენ – უარი უნდა ითქვას მის დაკმაყოფილებაზე.
2. შუამდგომლობის ავტორი მას ზეპირად ასაბუთებს.
3. თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობს პირი, რომლის ინტერესებსაც ეხება შუამდგომლობა, აგრეთვე მისი ადვოკატი, მათაც ეძლევათ შესაძლებლობა, მისცენ განმარტებანი და ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებანი.
4. შუამდგომლობის განხილვის შედეგად უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას მისი დაკმაყოფილების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ.
5. შუამდგომლობის განხილვის შედეგების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება მის ავტორს. თუ შუამდგომლობის ავტორს უარი ეთქვა მის დაკმაყოფილებაზე, მას ამ კოდექსით დადგენილი წესით გადაეცემა გადაწყვეტილების ასლი.
6. შუამდგომლობის დაყენებისას სასამართლოს წარედგინება სისხლის სამართლის საქმის იმ მასალების ასლები, რომლებიც აუცილებელია მისი განხილვისათვი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 09.10.2009).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №2კ-789აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.11.2022
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლი არეგულირებს სასამართლოს მიერ შუამდგომლობის განხილვისა და გადაწყვეტის წესს, კერძოდ: თუ სასამართლო სხდომაში…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება